ახალი აზროვნების ინსტიტუტი ბოლნისელი და დმანისელი ახალგაზრდებისათვის სატრენინგო პროგრამაზე მიღებას აცხადებს
ახალი აზროვნების ინსტტუტმა ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდების საზოგადოებრივი აქტივობის და სათემო ინიციატივების განხორციელების მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით სატრენინგო პროგრამაზე მიღება დაიწყო. ტრენინგის კურსის დასრულების შემდგომ ახალგაზრდებს „სათემო ცენტრის“ დაფუძნების შესაძლებლობა მიეცემათ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქამრან ეფენდიევმა განაცხადა, რომ ტრენინგის შემდგომ ორგანიზაცია ახალგაზრდეს დაეხმარება ბოლნისსა და დმანისში ორი სათემო ცენტრის დაფუძნებაში.

ტრენინგში მონაწილე ახალგაზრდები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:
  • ასაკი: 18-29
  • სამოქალაქო საქმიანობაში მონაწილეობის მცირე გამოცდილება.
  • ქართული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე.
  • თემის საჭიროებების ცოდნა.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პროექტში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა შემდეგი ანკეტა უნდა შეავსონ: https://shorturl.at/gikoS
  • დამატებით CV შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტით გააგზავოთ აღნიშნულ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
  • კითხვების შემთხვევაში კი აღნიშნულ ნომრებს დაუკავშირდით: 555 10 07 38, 577 27 80 90
აღსანიშნავია, რომ პირველ რიგში პროექტის ფარგლებში თითო მუნიციპალიტეტიდან 10 მონაწილე შეირჩევა. შერჩეული ახალგაზრდები მომდევნო ეტაპზე ორ თვიან ტრენინგებს გაივლიან.

პროექტს გაეროს ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით #LEAD „ლიდერობის, თანასწორობის, ადვოკატირების და დემოკრატიის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები