მარნეულის ამერიკული კუთხე გოგონებისთვის სამ დღიან ტრენინგზე მიღებას
აცხადებს
ტრენინგის ,,კოგნიტური და სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერება“
მიზანია ჯგუფის მონაწილეებმა (14-18 )წლამდე გოგოებმა
განივითარონ-გაიუმჯობესონ კოგნიტური და სოციალური უნარები.
„ ტრენინგში ჩართულობა დაეხმარებათ მონაწილეებს საკუთარი
შესაძლებლობების შეფასებასა და არსებული რესურსების მიზნობრივად
გამოყენებაში, საკუთარი როლის და მნიშვნელობის განსაზღვრაში,
ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში. ტრენინგის ფარგლებში მეორეულ
მიზანს წარმოადგენს მოზარდებში პროსოციალური ღირებულებების
ჩამოყალიბების ხელშეწყობა და განმტკიცება. მათთვის სწავლება, თუ როგორ
არის შესაძლებელი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არსებული ღირებულებების
გადახედვა, გადაფასება და ახალი ფასეულობების ჩამოყალიბება.“
– წერს ამერიკული კუთხე
სესიები მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს: იდენტობა, ღირებულებები,
გადაწყვეტილების მიღება, დისკრიმინაცია, ემპათია, ტოლერანტობა,
სხეულის ენა და ეფექტური კომუნიკაცია, პრეზენტაციის უნარები.
მონაწილეები გაეცნობიან თემებთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას
მინი-ლექციების გზით და ამასთან, გაივარჯიშებენ პრობლემურ
სიტუაციებთან გამკლავებაში, მიზნების რაციონალურად დაგეგმვაში.
ტრენინგის ფარგლებში მეორეულ მიზანს წარმოადგენს მოზარდებში
პროსოციალური ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და
განმტკიცება.
მათთვის სწავლება, თუ როგორ არის შესაძლებელი ცხოვრების სხვადასხვა
ეტაპზე არსებული ღირებულებების გადახედვა, გადაფასება და ახალი
ფასეულობების ჩამოყალიბება.
ჩატარების თარიღი: 22 სექტემბერი, 29 სექტემბერი და 6 ოქტომბერი.
რეგისტრაციისთვის გადადით მოცემულ ბმულზე:
https://docs.google.com/…/1FAIpQLSeLO2heOe4KIDmIg…/viewform…
პროექტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ან
https://www.facebook.com/AmericanCornerMarneuli