ჩანახჩის ახალ სკოლაში სწავლა სამმა პირველკლასელმა დაიწყო
ვაგონებში გატარებული 20 წლის შემდეგ სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლას ახალი შენობა აქვს. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ახალ სკოლაში პირველი ზარი 15 სექტემბერს 3 მოსწავლისთვის დაირეკა. საგანმანათლებლო დაწესუბულებას სულ 20 მოსწავლე ჰყავს. როგორც სკოლის დირექტორი, მანანა მანუკიანი ამბობს, დღეს მათი დიდი ხნის ოცნება ახდა.

"სოლის ეს ახალი შენობა ჩვენი მოსწავლეების ოცნება იყო. 20 წელი მოძრავ ვაგონებში ვსწავლობდით. ახალი სკოლა თანამედროვე სტანდარტებისაამ. ყველაფერი ახალია, კლასები აღჭურვულია, სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე. კარგი გარემო სასწავლო პროცესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები მიიღებენ სრულფასოვან განათლებას. ვულოცავ ყველა სკოლის დაწყებას"
- თქვა მანანა მანუკიანმა.

მარნეულში სულ 74 საჯარო სკოლაა. პირველკლასში 2000-მდე მოსწავლე შევიდა, არცერთი პირველკლასელი არ მიუღია წელს სოფელ სოფელ წერაქვის და ოფრეთის სკოლებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები