მარნეულის სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირების მიზნით ტენდერი გადაუდებელი აუცილებლობით გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიმ გადაუდებელი აუცილებლობით გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებას გულისხმობს. ადგილობრივ თვითმმართველობას მომსახურეობის შესყიდვისათვის ბიუჯეტიდან 139 500 ლარი აქვს გათვალისწინებული. გადაუდებელი აუცილებლობის მოთხოვნით მერიას წერილი რესურსცენტრმა მიწერა, სადაც განმარტავენ, რომ " საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში“ 2023 წლის სექტემბერ-დეკემბერში არსებული მარშრუტები საჭიროებენ მიმართულებების დამატებას/ გაუქმებას, ასევე, გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა. მერნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეთა ტრანსპორტირება წინა ტენდერში გამარკვებულ კომპანიას, შ.პ.ს. ,,თაიმსერვისს“, უნდა განეხორციელებინა, თუმცა მერიის განმარტებით, კომპანიამ უარი განაცხადა ახალი მიმართულების დამატებაზე კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით გაფორმებული სახელშეკრულებო ფასით.

"მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გაცნობებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლის სატრანსპორტო მომსახურების ცხრილში საჭიროა ცვლილებების განხორციელება. გაცნობებთ რომ სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N1 სკოლა შენობის ავარიულობის გამო სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა მარნეულის N8 საჯარო სკოლის შენობაში. სკოლათა შორის მანძილი იყო 9 კილომეტრი. პედაგოგთა და მშობელთა უკმაყოფილების შედეგად სასწავლო პროცესი გაგრძელდება სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის N1 სკოლაში, მანძილი 3 კილომეტრი. სარეაბილიტაციო სამუშაობის დაწყების გამო, გადასაყვანია სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლა სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლარის საჯარო სკოლაში. 3.სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს შერწყმული ყოფილი მეორე ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლები ქესალოს ძირითად სკოლაში გადმოსაყვანად. 4.სსიპ მარნეულის N5 საჯარო სკოლაში დადის მარნეულის ეკომიგრანტების იაღლუჯის დასახლების მოსწავლები, სკოლის ორივე ცვლაში. 5.სსიპ სოფელ წერეთელის სკოლას ემატება მეორე ცვლა სოფელ აზიზქენდიდან. 6.სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს სკოლის მეორე ცვლაში ემატება სოფელ დამიაგიორახის რეისი."
- წერია რესურსცენტრის წერილში.

მარნეულის რესურსცენტრში რადიო "მარნეულს" განუცხაეს, რომ ვიდრე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მათივე თხოვნის საფუძველზე, ის მძღოლები განახორციელებენ, რომლებიც წინა წლებშიც მუშაობდნენ. რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებლის, ალი გახრამანოვის თქმით, არის მოსწავლეების ნაწილი, რომლებიც ამ ეტაპზე საკუთარი სახსრებით დადიას სკოლებში, თუმცა ამბობს, რომ სიტუაცია 2-3 დღეში შეიცვლება და მარშრუტები ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები