სოფელ საიმერლოს ბაღს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს ბაღს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ინფორმაციას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი ადასტურებს და ამბობს, რომ საიმერლოს ბაღს 20 სექტემბრიდან ლია ბაქრაძე უხელმძღვანელებს. ქარამოვის თქმით, ლია ბაქარძეს სააღმზრდელო დაწესებულებაში და სკოლაში მუშაობის გამოცდილება აქვს.

გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, საიმერლოს ბაგა-ბაღს დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდა, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული.

"გამოსაცდელი ვადა ამოიწურა ამიტომ დავნიშნეთ სხვა. დღეიდან საიმერლოს ბაღს უხელმძღვანელებს ლია ბაქრაძე, რომელიც ადრე მუშაობდა თბილისის ბაღში მოადგილედ და მოგვიანებით კი მარნეულის მეხუთე სკოლაშიც მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად" - თქვა ქარამოვმა

საიმერლოს საბავშვო ბაღს 26 წლის განმავლობაში აზა ხარშილაძე ხელმძღვანელობდა.

ამევ თემაზე: საიმერლოს საბავშვო ბაღის გამგის ადგილი ვაკანტურია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები