პროექტ „თემის ელჩების“ ფარგლებში აღმამედლოს სათემო ცენტრს ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა
მარნეულის ამერიკის კუთხის მიერ განხორციელებული პროექტის „თემის ელცების“ ფარგლებში აღმამედლოს სათემო ცენტრს კომპიუტერი, პრინტერი და პორექტორი გადაეცა. ცენტრის ახალგაზრდებმა თემის ელჩების საგრანტო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს.

აღმამედლოს სათემო ცენტრის დამფუძნებელი ზაქირ აივაზლი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ცენტრის მოხალისეები გადაცემული აღჭურვილობით აღმამედლოს და გარშემო სოფელბის მაცხოვრებლებს საჭირო დკოუმენტაციის მომზადებაში უფასოდ მოემსახურებიან.

„ჩვენი ცენტრის ახალგაზრდებმა პროექტში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს. „უფასო მომსახურება თემისთვის“ პროექტი დაწერეს. პროექტის ძირითადი მიზანი თემის უფასო მომსახურება იყო. პროექტის ფარგლებში მოსახლეობას უფასოდ ამოვუბეჭდავთ დოკუმენტებს, მოვამზადებთ განცხადებებსა და დოკუმენტებს, ვთარგმნით და ა.შ. ამის გარდა, პროექტის მიზანია ცენტრის ტექნიკური ბაზის განვითარება. ანუ ცენტრი აღიჭურვა კომპიუტერით, პრინტერით და პროექტორით. ამით ცენტრი ბევრ საქმეს განახორციელებს. მოსახლოებას უფრო მეტად მოვემსახურებით“.

მარნეულის ამერიკის კუთხის მიერ განხორციელებული პროექტის „თემის ელჩების“ ფინანსური მხარდამჭერი საქართველოში აშშ-ს საელჩოა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები