ფესტივალ "შინ" - ის გასამართად თანხა წელს 64 000 ლარით გაიზარდა
მარნეულში მულტიეთნიკური ფესტივალი ,,შინ" გაიმართება. ღონისძიების ორგანიზებისათვის 85 000 ლარიანი ტენდერი მარნეულის კულტურის ცენტრმა 20 სექტემბერს გამოაცხადა. ფესტივალისათვის გასულ წელს მარნეულის ბიუჯეტიდან 21 000 ლარი დაიხარჯა. წელს კი ღონისძიების თანხა 64 000 ლარით გაიზარდა.

"შინ" მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველად 2022 წელს, სოფელ ალგეთში აღინიშნა. მაშინ კულტურის ცენტრში განაცხადეს, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებდა ადგილმდებარეობას ყოველწლიურად შეიცვლიდა. როგორც ჩვენთან საუბარში კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო შავიშვილი განმარტავს, ღონისძიება 2023 წელს ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე, ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში გაიმართება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კულტურის ცენტრი 85 000 ლარად გეგმავს შეიძინოს სასცენო მომსახურება, სხვადასხვა დეკორაციები. თანხა ასევე გათვალისწინებულია პესტივალის მონაწილეებისათის.

მონაწილეები:
  • აშუღი ქალი
  • ჯაზ ბენდი
  • თანამედროვე ქართული მუსიკალური ჯგუფი
  • მევიოლინეთა ანსამბლი
  • თეატრალური ჯგუფი
  • პროფესიული თეატრის მსახიობი

ფესტივალი "შინ" - ის ტენდერში წინადადებების წარდგენა მსურველ პრეტენდეტებს 26-29 სექტემბრის პერიოდში შეეძლებათ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები