ერთ თვეში მარნეულის მერიამ 3 კულტურული ღონისძიებისთვის 251,344 ლარი გამოყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ღონისძიებების ჩასატარებლად ერთ თვეში ბიუჯეტიდან 251 344 ლარი გამოყო. საუბარია სექტემბრის თვეში გამოცხადებულ ტენდერებზე.
128 900 ლარი დახარჯა ადგილობრივმა თვითმმართველობამ „მარნეულობა 2023“ - ის ჩასატარებლად, სადაც ღამის შოუს ბენდი და ნინო ჩხეიძე ჰყავდა მოწვეული.

37 444 ლარი აქვს გათვალისწინებული მერიას „ჯავახიშვილობის“ ჩასატარებლად, რომელიც სოფელ წერაქვში ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში გაიმართება.

85 000 ლარის დახარჯვას გეგმავს მარნეულის მერია ფესტივალი „შინ“ ის გასამართად. ღონისძიება 2023 წელს ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე, ოქტომბრის თვის მეორე ნახევარში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ორი გასულ წელსაც გაიმართა, თუმცა ნაკლები ბიუჯეტით, წელს კი იმავე სახის ღონისძიებებისათვის თანხა „შინის“ შემთხვევაში 64 000 ლარით გაიზარდა ხოლო „ჯავახიშვილობის“ შემთხვევაში 15 000 ლარით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები