მარნეულში სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცინაცია დაიწყო
16 ოქტომბრიდან მარნეულში სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცინაცია დაიწყო. როგორც ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხემძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ გვითხრა, ვაქცინაცია მარნეულის ორ სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. ლაფერაძის განმარტებით, აცრები პირველ რიგში რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს ჩაუტარდებათ.

„ვაქცინები გავეცით პოლიკლინიკებში. ჯეოჰოსპიტალს-ის მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიულს ცენტრს და მედ X-ს გადავეცით. რისკ ჯგუფები აიცრებიან პირველ ეტაპზე. გასულ წელს იყო ყველას ვუკეთებდით, მაგრამ ახლა უნდა აიცრას რისკ ჯგუფები. მსურველთა სტატისტიკა კვირის ბოლოს მექნება.“ -
თქვა ეთერ ლაფერაძემ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:

  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
  • აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
  • ორსულები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები