მარნეულის სკოლების ახლადარჩეული დირექტორები
მარნეულის სკოლებში დირექტორთა არჩევნები დასრულდა. ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ალი გახრამანოვის თქმით, მარნეულის სკოლების სამეურვეო საბჭოებმა, განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილი რვავე კანდიდატი აირჩიეს. რვა დირექტორიდან უმრავლესობა მეორე ვადით აირჩა.

6 წლის ვადით მარნეულის 8 სკოლას უხელმძღვანელებს:

  • ქალაქ მარნეულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ქეთევან მერაბიშვილი
  • ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი - შორენა ხუხუა
  • ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი - ლელა ხარშილაძე
  • ქალაქ მარნეულის N6 საჯარო სკოლის დირექტორი- მურად მაისურაძე
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის №2, საჯარო სკოლის დირექტორი - ტიუკადბან ფატდაჰოვა
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის №1 სკოლის დირექტორი - მაყვალა ხარაიშვილი
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკინის სკოლის დირექტორი - ნათია ფუტკარაძე
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაპანახჩის სკოლის დირექტორი - ავთანდილ ეფენდიევი
აღსანიშნავია, რომ რომ რვავე სკოლაში დირექტორების თითო კანდიდატი იყო წარდგენილი. მარნეული არ არის ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც სკოლებში დირექტორთა თითო კანდიდატი წარადგინეს. იგივე სიტუაციაა საქართველოს მასშტაბითაც, რასაც დირექტორთა მსურველების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

მარნეულის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლაა. 66 სკოლას კვლავ მოვალეობის შემსრულებლები უხელმძღვანელებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები