მარნეულში მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ 3 ნოემბერს გაიმართება
მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ 3 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიება ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე ჩატარდება. ფესტივალის ორგანიზება მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „შპს ჯითი ჰოლდინგი“- ს დაევალა. მარნეულის ბიუჯეტიდან ღონისძიებისათვის 85 000 ლარი დაიხარჯება.

„ ,,შინ" არსებული ფესტივალებისგან განსხვავებული კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებაა, რომელიც შეიქმნა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების თვითმყოფადობის შემადგენელი ელემენტების: ენის, ტრადიციების, შემოქმედებითი ნიმუშების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციის იდეით. ფესტივალის მიზანია-კულტურული დიალოგის გზით, ხელი შეუწყოს ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგებას / ნდობის ხიდების შენებას.“ - წერს მარნეულის კულტურის ცენტრი

"შინ" მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველად 2022 წელს, სოფელ ალგეთში აღინიშნა. მაშინ კულტურის ცენტრში განაცხადეს, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებდა და ადგილმდებარეობას ყოველწლიურად შეიცვლიდა.

ფესტივალში სხვადასხვა აქტივობით იქნება დატვირთული. მონაწილეობას მიიღებს:

  • • აშუღი ქალი
  • • ჯაზ ბენდი
  • • თანამედროვე ქართული მუსიკალური ჯგუფი
  • • მევიოლინეთა ანსამბლი
  • • თეატრალური ჯგუფი
  • • პროფესიული თეატრის მსახიობი


გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები