„ადამიანი ადამიანისთვის მზეა“ - შულავრის N1 სკოლაში საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართება
„ადამიანი ადამიანისთვის მზეა“ - შულავრის N1 სკოლაში საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართება. როგორც ამავე სკოლის პედაგოგი, დალი კეკელიძე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, ღონისძიება სხვადასხვა აქტივობით იქნება დატვირთული. შემოსული თანხით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაეხმარებიან.

„ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მშობელთა მიერ მომზადებული ხაჭაპურის, პიცის... აზერბაიჯანული ნუგბარის გაყიდვა, პრეზენტაცია, ტურნირი ფრენბურთში, კონცერტი, სხვა გასართობი აქტივობები.
“ - ამბობს დალი კეკელიძე.

საქველმოქმედო ფესტივალი რომან ზოიძის სახელობის შულავრის N1 საჯარო სკოლაში 12 საათზე დაიწყება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ახალი ამბები