რუსთავის მერიის ფულადი ჯილდო ვერცხლის მედალოსნებისთვის
რუსთაველი მოსწავლეები, რომლებიც სწავლას ვერცხლის მედალზე დაამთავრებენ, რუსთავის მერიისგან ფულად ჯილდოს მიიღებენ.

ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დროს განაცხადა.

მერის თქმით, ვერცხლისმედალოსნები მერიისგან ჯილდოს სახით 300 ლარს მიიღებენ.

"დამატებით მერია ახალისებს, რომ მშობელთან ერთად კიდევ მცირედი მოტივაცია შეუქმნას ახალგაზრდა, რომ იქნებ ოქროს მედალი აიღოს და ჯილდოც შეხვდეს მერიისგან.

ეს იყო ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება, როდესაც ვისხედით და გეგმას ვაკეთებდით, ორი დირექტორი გვყავს, ქალბატონმა თამარმა და ლიამ თქვეს, რომ ბავშვებისთვის მოტივაცია იქნება, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთოს და გახდეს ოქროსმედალოსანი, სამწუხაროდ მაშინ თანხები არ გვქონდა და ვთქვით, რომ მოდი ოქროს მედალოსნებით დავიწყოთ, ორი წელი მართლაც წარმატებულად გავატარეთ და წარმატება არის, ის რომ რამდენადაც უფრო მეტი ოქროს მედალოსანი გვეყოლება, ეს თანხა არის სიმბოლური და მერე ვთქვით, როცა თანხა გამოგვიჩნდება, აუცილებელია ოქროსმედალოსნებს არ დასწყდეთ გული.

ასე, რომ 2024 წელს დავაჯილდოვეთ, როგორც ოქროსმედალოსნებს, ასევე ვერცხლისმედალოსნებიც იქნებიან მერიის მხრიდან წახალისებულები",
- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები