მარნეულის მერიის ბიუჯეტით რელიგიაზე 420 000 ლარია გათვალისწინებული
მარნეულის 2024 წლის ბიუჯეტში რელიგიის მიმართულებით 420 000 ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის პროექტის აღწერით, რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობის ქვეეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა, კერძოდ 400,0 ათ.ლარით დაფინანსდება „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია“, სრულფასოვანი ფუნქციონირების ხელშეწყობისა და ისტორიული ძეგლების მოვლა-შენახვის ხარჯების დასაფარად.

ხოლო 20,0 ათ.ლარი განსაზღვრულია რელიგიური დაწესებულებების კომუნალური გადასახადებისათვის. კომუნალური გადასახადების დაფარვა ხდება შემდეგი წესით :

  • 1) იმ ეკლესია-მონასტრებისათვის და მეჩეთებისათვის რომელიც ქალაქ მარნეულში მდებარეობს-300 ლარამდე
  • 2) ეკლესიამონასტრებისათვის და მეჩეთებისათვის რომელიც სოფლად მდებარეობს და არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი -100 ლარამდე
  • 3) ეკლესია-მონასტრებისათვის და მეჩეთებისათვის რომელიც სოფლად მდებარეობს და არის შეყვანილი ბუნებრივი აირი - 50 ლარამდე.

მოქალქეებს ბიუჯეტთან დაკავშირებით შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა 2023 წლის 25 ნოემბრამდე აქვთ. მარნეულის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შესახებ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებმა პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები საკრებულოს უნდა წარუდგინონ ვებ. გვერდზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან წერილობით მიაწოდონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა N73, I სართული, მოქალაქეთა განყოფილება.

ბიუჯეტის პირველი საჯარო განხილვა 2023 წლის 22 ნოემბერს მარნეულის მერიაში გაიმართება. საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები