გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილესთან, ჰასან ჰასანლისთან და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ელჩინ ბაბაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.

„საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის აკადემიურ წრეებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ზოგადი განათლების მიმართულებით არსებული პარტნიორობის გაძლიერება მასწავლებელთა კვალიფიკაციის გაუმჯობესების კუთხით.

აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი და აზერბაიჯანის დელეგაციის სხვა წევრები“,
– აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები