3 000-დან 13 500 დოლარამდე - რა უჯდებათ უცხოელ სტუდენტებს ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში უცხოელი სტუდენტების რიცხვი, 35 000-მდე გაიზარდა. შესაბამისად, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა უჯდებათ საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს, ყველაზე პოპულარულ უნივერსიტეტებში განათლების, კერძოდ კი, ბაკალავრის ხარისხის მიღება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:
  • ბიზნეს ადმინისტრირება - 4-წლიანი სწავლება - ერთი წლის საფასური 3200 დოლარი;
  • კომპიუტერული ინჟინერია - 4-წლიანი სწავლება - ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
  • კომპიუტერული მეცნიერებები - 4-წლიანი სწავლება - ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
  • სამოქალაქო ინჟინერია - 4-წლიანი სწავლება - ერთი წლის საფასური 3700 დოლარი;
  • ელექტრო ინჟინერია - 4-წლიანი სწავლება - ერთი წლის საფასური 3700 დოლარი.
საქართველოს უნივერსიტეტი:
  • ბიზნეს ადმინისტრირება - ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
  • ინჟინერია (კომპიუტერული მეცნიერებები) - ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - ერთი წლის საფასური 4000 დოლარი;
  • საექთნო - ერთი წლის საფასური 3500 დოლარი;
  • ფარმაცეტოლოგია - ერთი წლის საფასური 4500 დოლარი;
  • ინგლისური ფილოლოგია - ერთი წლის საფასური 3000 დოლარი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი:
  • აშშ სამედიცინო დოქტორის პროგრამა - სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის 13 500 დოლარი წელიწადში;
  • სამედიცინო დოქტორის პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის - 4000 დოლარი წელიწადში;
  • სტომატოლოგიური მედიცინის პროგრამა - სწავლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის - 4000 დოლარი წელიწადში.
  • ფარმაციის ფაკულტეტი - 3500 დოლარი წელიწადში;
  • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი - 3000 დოლარი წელიწადში;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი - 4000 დოლარი წელიწადში.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი:
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია - 4500 დოლარი წელიწადში;
  • ბიზნესი და საინფორმაციო ტექნოლოგიები - 4500 დოლარი წელიწადში;
  • პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები - 4500 დოლარი წელიწადში;
  • სტომატოლოგიური მედიცინის პროგრამა - 7000 დოლარი წელიწადში;
  • მედიცინის დოქტორის პროგრამა - 7000 დოლარი წელიწადში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები