2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო –
რეგისტრაცია 4 მარტის
10:00 საათიდან 4 აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
Naec-ის ცნობით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე
ეტაპად ჩატარდება:
- პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი
მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და
საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური პირობა;
- საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა
აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
- საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების
შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების
გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.