ქვეყნები, სადაც ქართველი სტუდენტები სასწავლებლად გააგზავნეს
საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილთა რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023-24 სასწავლო წელს ქვეყნიდან 879 სტუდენტი გაიზავნა, ხოლო 2022-23-ში - 723.

ამასთან, 2023-24 წლებში საქართველოდან გაგზავნილი 879 სტუდენტიდან ყველაზე მეტი, 23,7% გერმანიაზე მოდის, რომელსაც პოლონეთი და ლიეტუვა მოსდევს.

უფრო კონკრეტულად, 2023-24 წელს ტოპ-10 ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
  • გერმანია - 208 სტუდენტი
  • პოლონეთი - 72 სტუდენტი
  • ლიეტუვა - 64 სტუდენტი
  • თურქეთი - 62 სტუდენტი
  • იტალია - 62 სტუდენტი
  • საფრანგეთი - 58 სტუდენტი
  • აშშ - 47 სტუდენტი
  • ესპანეთი - 46 სტუდენტი
  • ავსტრია - 41 სტუდენტი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები