რამდენი ბაღის აშენება იგეგმება მარნეულში
მარნეულის მასშტაბით 14 საბავშვო ბაღიდან მხოლოდ 11 ფუნქციონირებს. სამ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ ქარამოვმა რადიო "მარნეულს" განუცხადა, რომ სამი ბაღიდან ერთ-ერთში სარემონტო სამუშაოები, ხოლო ორ მათგანში, ავარიული მდგომარეობის გამო, შენობების აღდგენა მიმდინარეობს.

„წერეთლის ბაღს ფუნდამენტი უკვე ჩაეყარა და მისი მშენებლობა დაწყებულია. შულავერის ბაღის საძირკევლისთვის მზადება მიმდინარეობს. მაგრამ იქ არის პრობლემა. მილი გადის ბაღის ტერიტორიაზე. მილის სხვა ზონაში გადატანის შემდეგ იქ ჩაეყრება საძირკველი და დაიწყება სამუშაოები. ტენდერი უკვე გამოცხადდა და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ბაღის მშენებლობა ჯანდარის ტერიტორიაზეც უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ზაურ ქარამოვმა

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტის 19 ტერიტორიულ ერთეულში 32 სკოლამდელი მზაობის ცენტრი ფუნქციონირებს.

„ახლაც არის სასკოლო მოსამზადებელი ცენტრების გაზრდის შესაძლებლობა. იმიტომ რომ განათლების სამინისტრო ახალ პროექტს ახორციელებს. სკოლამდელი მოსამზადებელი ჯგუფების ოთახები 10 სკოლის ტერიტორიაზე გარემონტდა“.

ქარამოვმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს წლებში მარნეულის ტერიტორიაზე 10 ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება. სამი მათგანის მშენებლობა კი 2024 წელს არის დაგეგმილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები