ფესტივალი “ONE CAUCASUS“ შესაძლოა კვლავ მარნეულში დაბრუნდეს
ფესტივალი “ONE CAUCASUS“ შესაძლოა კვლავ მარნეულში დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფრმაცია ფესტივალის ორგანიზატორმა ვიტეკ ჰებანოვსკიმ მოგვაწოდა და თქვა, რომ მათი საქართველოში ვიზიტი ღონისძიების ორგანიზაციულ საკითხებს უკავშირდება. მათ უკვე გამართეს შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნიაში.
გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, სამხარეო ადმინისტრაცია მაქსიმალურად იქნება ჩართული ყველა საორგანიზაციო საკითხში, რაც ფესტივალის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს. ფესტივალის წარმომადგენლები დღეს მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელსაც შეხვდნენ.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ფესტივალ „ვან კავკასუსის“ გამართვა წარმოუდგენელია ადგილობრივი მთავრობის ჩართულობის გარეშე. გვინდა, რომ ფესტივალი მომავალ წელს მარნეულში გაიმართოს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ადგილი სწორედაც რომ წერაქვია. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ზაურ ტაბატაძესთან“. - ამბობს ვიტეკ ჰებანოვსკი

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „ერთიანი კავკასია“, სამი ქვეყნის საზღვარზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში 4 წლის განმავლობაში იმართებოდა. პროექტში მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსები და მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ. ისინი ერთგვარ საფესტივალო ქალაქს ქმნიდნენ. ასე მარნეულელებსა და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხს ჰქონოდა სივრცე, სადაც ოთხ დღეს ერთად გაატარებდა. ახალგაზრდები უსმენდნენ სასიამოვნო მუსიკას, ისვენებდნენ ოჯახებთან ერთად და ეცნობოდნენ მეზობლების კულტურას. ამ ერთადერთმა მასშტაბურმა ღონისძიებამ, მარნეულის მერიის უარის შემდეგ, ბოლნისში გადაინაცვლა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები