„სალამი“ ქარის ჩერშენბეს პარლამენტის წინ აღნიშნავს
პლატფორმა „სალამის“ წევრები დღეს, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის წინ ნოვრუზის მესამე ჩერშენბეს, ქარის სამშაბათს, აღნიშნავენ.

„სალამის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ელნურ ალიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ დღესაც, ისევე როგორც ცეცხლისა და წყლის ჩერშენბეებზე, მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდიან და შეღებილ, სადღესასწაულო, კვერცხებსა და კალათებს დაურიგებენ.

„ჩერშენბეს პარლამენტის წინ აღნიშვნით საზოგადოებისათვის რამდენიმე მესიჯის მიწოდებას ვცდილობთ. მათგან ერთ-ერთია, რომ ეთნიკური უმცირესობები თავის მომავალს, განცითარებას, საქართველოში ვხედავთ. ასევე, ოფიციალური პირები ყოველთვის გვპირდებიან, რომ ნოვრუზის დღესასწაული უქმე დღე იქნება და მას ოფიციალური სტატუსი მიენიჭება. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ ეთნიკური უმცირესობების კულტურა და ტრადიციები შენარჩუნდეს და ნოვრუზის დღესასწაული არა სამუშაო დღედ გამოცხადდეს“ - გვეუბნება ელნურ ალიევი

ელნურის თქმით, ნოვრუზის დღესასწაულს მხოლოდ რეგიონალურ დღესასწაულად იცნობენ რომელსაც მხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში აღნიშნავენ. წელს „სალამი“ გეგმავს, რომ ნოვრუზის დღესასწაული თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩაატაროს რათა უფრო მეტმა მოქალაქემ გაიგოს თუ რას ნიშნავს ის.

რადიო „მარნეული“




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები