რეჟისურით გატაცებული ახალგაზრდებისათვის 3 წუთიანი ფილმების კონკურსი გამოცხადდა
მარნეულელი ახალგაზრდებისათვის 3 წუთიანი ფილმების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის თემა ბუნების დაცვაა.

კონკურსი მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „მართე ნარჩენები, დაიცავი გარემო“-ს ფარგლებში ცხადდება.

პროექტის მიზანი ბუნების დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების წინ წამოწევა და ფართო აუდიტორიისათვის კინემატოგრაფიით მიწოდება და ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებისა და დაცვის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 18 წლიდან ყველა მსურველს, ვინც გატაცებულია კინოხელოვნებით, ან , უბრალოდ, უყვარს გადაღება და უნდა , გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების კუთხით“. - წერია საკონკურსო განაცხადში

კონკურსში გამარჯვებული რეჟისორები, პირველი, მეორე და მესამე ადგილების შესაბამისად 200, 150 და 100 ლარით დასაჩუქრდებიან.

„ფილმები შეირჩევა ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით , რაც კინოს ახასიათებს და განასხვავებს მას რეკლამის, კლიპისა თუ რეპორტაჟის ესთეტიკისგან. კონკურსში მონაწილე ფილმების ქრონომეტრაჟი უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 3 წუთს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, ფილმები სხვადასხვა ჟანრში (ანიმაციური, მხატვრული და დოკუმენტური) წარმოადგინონ.
უცხოენოვანი ფილმის შემთხვევაში აუცილებელია მასზე ქართული სუბტიტრების დართვა.“
- წერია საკონკურსო განაცხადში

დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა 20 დეკემბრამდე აქვთ. ახალგაზრდა რეჟისორებმა ფილმები YouTube-ზე უნდა ატვირთონ და ბმული შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გადააგზავნონ: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

3 წუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებულები 22 დეკემბერს გამოვლინდებიან.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია