ფაქტობრივად, ხატვა, ჩემი შვილის საღებავებით, თამაშ-თამაშში დავიწყე - თვითნასწავლი მხატვარი მარნეულიდან
თვითნასწავლმა მხატვარმა, ეკატერინე დარბაიძემ, ხატვის ნიჭი 30 წლის ასაკში აღმოაჩინა. ამბობს, რომ ბავშვობიდან მოსწონდა ეგვიპტე და ჩანახატებსაც მის ირგვლივ აკეთებდა. ეკატერინე დაახლოებით ხუთი თვეა ტილოზე აკრილით ასრულებს ნამუშევრებს. თავდაპირველად 5 წლის შვილთან ერთად გუაშით და ფანქრებით ხატავდა, შემდეგ კი გადაწყვიტა ტილოზეც ეცადა. თვითნასწავლ მხატვარს სურიალიზმი მოსწონს და ნამუშევრებისაც ამ ჟანრში ქმნის. დიდი მხატვრებიდან მისთვის გამორჩეული ,,სალვადორ დალია“.


,,გავიზარდე მარნეულიში ,საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი, ყოველთვის მაინტერესებდა ეგვიპტე და მის ირგვლივ ყველაფერი. ვაკეთებდი ჩანახატებსაც. ისე, როგორც ყველა ბავშვი მე არ ვხატავდი მაგალითად, სახლებს საკვამურებით, ყვავილებს ან პეპლებს. მომწონდა ეგვიპტე და მხოლოდ მის ირგვლივ ვხატავდი. პროფესიით ვარ ბუღალტერი, მიმუშავია სხვადასხვა სფეროში და არასდროს მიფიქრია მხატვრობაზე. ბოლოს ერთ-ერთ ტელევიზიაში ოპერატორიც ვიყავი. დაახლოებით 5 თვეა, რაც ხატვა დავიწყე ტილოზე. ჩემი შვილიპანდემიის პერიოდში ბაღში ვერ დამყავდა, მიწევდა სახლში სხვადასხვა აქტივობების გაკეთება, ერთ-ერთი იყო ხატვა, ბავშვთან ერთად ვხატავდი ფანქრებით და გუაშით, ფურცელზე რამდენჯერმე დავხატე გუაშით და მომეწონა, ჩემს ოჯახის წევრებსაც მოეწოათ და მირჩიეს გამეგრძელბინა. ვიფიქრე, ქაღალდზე ნახატი დროთა განმავლობაში გაფუჭდება-თქო. გადავწყვიტე მეცადა ტილოზეც და პირველად დავხატე მზესუმზირების ნატურმორტი. ფაქტობრივად, ხატვა, ჩემი შვილის საღებავებით,  თამაშ-თამაშში დავიწყე. შემდეგ უკვე ინტერნეტის საშუალებით ვიღებდი ინფორმაციას, ვკითხულობდი ბევრს და ღამეებსაც ვათენებდი“


თვითნასწავლი მხატვარი, რომელსაც საზოგადოება ,,კეკო“-ს სახელით იცნობს, ხატვის დროს მიღებულ ემოციებზეც გვიყვება. ამბობს, რომ ხატვა მისთვის მხოლოდ შემოქმედება არარის და ის ტილოზე გადატანილი შინაგანი სამყაროს შეძახილებია


,,როცა ვხატავ ამ სამყაროში არ ვარ. ამ პროცესს სულ სხვა განზომილებაში გადავყავარ, დიდ ემოციებს და „საკვებს“ ვიღებ. ჩემმა ახლობლებმა მირჩიეს, რომ ნამუშევრები საზოგადოებისთვის გამეცნო და მომესმინა მათი შფასებებიც, თავიდან სოციალურ ქსელში რომ გამოჩნდა ეს ნახატები დიდი მოწონება დიმსახურა, შემდეგ მოყვარული მხატვრების გვერდი ვნახე და ფოტოები იქ დავდე. ვნახულობდი ადამიანების შეფასებებს, რჩევებსაც ვიღებდი. ხშირად დავდივარ გამოფენებზე, ვცდილობ ეს სფერო ჩემში განვავითარო. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, რადგან ეს სფერო სულ ვითარდება და მე პირადად სულ ახლის ძიებაში ვარ. ჩემი ნამუშევრები ონლაინ აუქციონზე გამაქვს - ყიდულობენ და თავიანთ ემოციებსაც მიზიარებენ. ჩემთვის ადამიანებიდან წამოსული დადებითი ემოციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ჩემთვის ამაღელვებელი, უფრო მოტივირებული ვხდები, რადგან ამ ნამუშევრებში მთელს ჩემს ემოციებს ვდებ"


თვითნასწავლი მხატვარის სამომავლო გეგმები მხატვრობაში განვითარებას და სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში საკუთარი ნახატების წარმოჩენას უკავშირდება
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები