დამია გიორარხის საჯარო სკოლაში „ნოვრუზის“ ზეიმი აღნიშნეს

დღეს, 17 მარტს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გიორარხის საჯარო სკოლაში ნოვრუზის დღესასწაულის მოსვლასთან დაკავშირებით ზეიმი გაიმართა.



სკოლის ეზოში სადღესასწაულო განწყობა იგრნობოდა. სუფრაზე ნოვრუზის სიმბოლო ჯეჯილი, შექერბურა, ფახლავა და სხვა ტკბილეულებით მორთული ხონჩა იდო. სცენაზე კი „ფატირის“ გამოცხობის, მეტყლის დაწნის და მსგავსი წესები წარმოადგინეს.

სკოლაში ჩატარებული ღონისძიება საქართველოს და აზერბაიჯანის ჰიმნით დაიწყო. ამის მერე კი სცენაზე გაზაფხულის გოგო, ქოსა და ქეჩალი მოიწვიეს.

ღონისძებას მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სოფლის მკვიდრები ესწრებოდნენ.

საღესასწაულო ღონისძიება მოსწავლეების მიერ მომზადებული ეროვნული ცეკვებით, მუსიკებით და სცენებით დასრულდა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები