მარნეულის კულტურის ცენტრმა მულტიეთნიკური ფესტივალისათვის 4 ჭაღი და საათი-ფარშევანგი 2 100 ლარად შეისყიდა
მარნეულში მულტიეთნიკური ფესტივალი „შინ“ გაიმართება. მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრმა“ ფესტივალის მზადება უკვე დაიწყო. „კულტურის ცენტრმა“ გამარტივებული წესით ინდივიდუალურ მეწარმე გულმირა ილიასოვასაგან, ფესტივალის დეკორაციისათვის, 4 ცალი კლასიკური ჭაღი და ერთი საათი-ფარშევანგი 2 100 ლარად შეიძინა. ერთი ცალი ჭაღის ღირებულება 495 ლარია, ხოლო საათი-ფარშევანგი 120 ლარი ღირს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის „კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნატო შავიშვილმა განაცხადა, რომ ფესტივალის გამართვის ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არაა, თუმცა სამზადისი უკვე დაწყებულია და სხვადასხვა სახის ინვენტარის შესყიდვა მიმდინარეობს.

„ფასტივალი არ იქნება მხოლოდ მუსიკალური, აქ იქნება გამოფენები შესაბამისი დეკორაციით რაც წარმოაჩენს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართულ კულტურასაც. იქნება გარკვეული პერფორმანსები, მუსიკალური ნაწი სადაც იქნება შერეული, მულტიეთნიკური, რეპერტუარი“.

ფესტივალი „შინ“ მანრეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, მდინარე ალგეთის ჭალებში, გაიმართება. „კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელის განმარტებით, იგეგმება რომ მულტიეთნიკურმა ფესტივალმა „შინ“ ტრადიციული სახე მიიღოს, ფესტივალის გამართვის ლოკაცია კი ყოველწლიურად შეიცვლება და მარნეულის სხვადასხვა სოფლებში ჩატარდება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები