მარნეულის მერია 65 600 ლარიანი საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს
მარნეულის მიუნიციპალიტეტი 2023 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. საახალწლო-საშობაო ნაძვის ხის შესყიდვას მერია 65 600 ლარად გეგმავს. ეს თანხა 2019 წელს შეძენილ ნაძვის ხეს დაახლოებით ხუთჯერ აღემატება. მუნიციპალიტეტში ახალი ნაძვის ხე ბოლოს ზაურ დარგალის მერობის პერიოდი 14 400 ლარად იყიდეს და სამი წლის განმავლობაში მერიის ეზოში საზეიმოდ ანთებდნენ.
2019 წელი - ნაძის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი ხელოვნური ნაძვის ხის ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:
  • ზომა: არანაკლებ 15 მეტრი
  • დიამეტრი: არანაკლებ 7.5 მეტრი
  • რკინის კარკასით
  • სადა მწვანე
  • ტოტების რაოდენობა: არანაკლებ 600ცალი
  • კარკასზე დასამაგრებელი ტოტი

ნაძვვის ხის შესყიდვის ტენდერი მერიამ 18 ნოემბრერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 26-28 ნოემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება, მერიას ახალი წლის მთავარი ატრიბუტი მონტაჟის და შემდგომი დემონტაჟის პირობით ჩააბაროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები