აზერბაიჯანული კულტურის, ადათ-წესების გაცნობის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო - ნარგილა მეჰდიევა

ქვემო ქართლში აზერბაიჯანული კულტურის, ადათ-წესების და მუსიკის აღმოჩენის,

ნიჭიერი მუსიკოსებისა და აშუღების გაცნობის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პროექტის ექსპერტმა აშუღ ნარგილა მეჰდიევამ განაცხადა, რომ პროექტის ორგანიზატორი სანდრო ნატაძეა. „აშუღური ტრადიციები და საქართველოს აზერბაიჯანელთა ფოლკლორული ცხოვრება“ - ამ სახელწოდების პროექტში მონაწილეობას ნარგილა შემოთავაზების მიღებისთანავე დასთანხმდა.

„მითხრეს რომ შენი დახმარება გვესაჭიროება როგორც მუსიკოსის, აშუღის, ასევე როგორც ქართველი ხალხისთვის ნაცნობი სახისო და მეც მაშინვე დავთანხმდ. უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები, ეს ადამიანები წლებია საქართველოში ცხოვრობენ. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლების მუსიკის, ადათ-წესების, კულტურის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ფიქრობენ თუ რატომ ვაკეთებთ ამას. ამბობენ, რომ თუ ერთ ქვეყანაში ვცხვოვრობთ ერთმანეთის კულტურას, მათ ვინაობას, უნდა ვიცნობდეთ. მე ტელევიზიაშიც ავღნიშნე რომ ჩვენ აქ საიდანღაც მოსული არ ვართ, საუკუნეებია აქ ვცხოვრობთ და ჩემი ხალხის კულტურა, ლიტერატურა, ადათ-წესები არასდროს არ დვიწყებულა. ეს დღემდე შეინარჩუნეს“

მეჰდიევამ პროექტის ძირითად მიზანზეც ისაუბრა. ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ისინი საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ მუსიკოსებს, აშუღებს, აღმოაჩენენ. შემდგომ კი სახვადასხვა სოფლებსა და რაიონებში აღმოჩენილ ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა სამუსიკო სკოლებში, კონსერვატორიებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობას მისცემენ.

„მომავალში დიდი ხელოვანები რომ გახდნენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია. აქამდე ეს რატომ არ გაკეთდა?! რატომ არ მიაქციეს ყურდაღება?! ჩვენ ხომ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ნიჭიერი მუსიკოსები, აშუღები როგორც თურქული სამყაროსთვის არიან ნაცნობი, ასევე ჩვენი უფლებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვა დიდ მუსიკოსებთან ერთად სხვადასხვა კონცერტებში იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენ გვინდა პროექტი დიდ კონცერტით დავასრულოთ. კონცერტზე შეგროვებული ნიჭიერ ახალგზრდებს წარვადგენთ და გავაცნობთ ყველას. მომდევნო თვიდან პროექტის ფარგლებში სოფლებს, რაიონებს ვესტუმრებით“.

ნარგილა მეჰდიევა ამბობს, რომ დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ტელევიზიებსა და კონცერტებზე გამოსვლისას, როგორც აშუღი თავს ყოველთვის მატო გრძნობდა. სწორედ ამიტომ ის თვლის, რომ აღნიშნული სახის პროექტის განხორციელება ნამდვილად საჭიროა.

„მე კონცერტებში, ქართულ არხებში როცა ვიღებდი მონაწილეობას სულ მეტირებოდა, თითქოს მარტო ვიყავი. სინამდვილეში მარტო არ უნდა დავრჩე. მე ამდენი მუსიკოსი, აშუღები მყავს. მე არ უნდა ვიყო აქ მარტო! სულ სხვა ეროვნებებს შორის მარტო ვიყავი და ვწუხდებოდი.მე არანაირი შრომა არ ჩავდე, არსად არ გადავამისამრთე ეს გრძნობა და ახლა თვითონ პროექტი მოვიდა ჩემთან. ქართველი მეგობრებიდან მოვიდა შემოთავაზება და ძალიან მომეწონა, გულაჩუყებული მივიღე. ეს ძალიან კარგი პროექტია. ბევრი ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დრო ახლა მოვიდა“.

აშუღი აცხადებს, რომ ის პროექტის გაგრძელებისათვის ნიჭიერი, აქტიური ახალგაზრდების დახმარებას მოელის. წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო გაგრძელება რთული იქნება. სწორედ ამიტომ, ის საქართველოშ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ პროექტში.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები