სოლიდარობის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ელნურ ალისოიმ, პოლონეთის
ერთ-ერთ მუზეუმში ბორჩალოური ხალიჩების შესახებ პრეზენტაცია გამართა.
როგორც თავად ამბობს, ვარშავის აზიისა და წყნარი ოკეანის მუზეუმში
სემინარის ჩატარების შესაძლებლობა თავისივე პროექტის ფარგლებში მიეცა,
რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
ელნურმა მუზეუმში გამოსაფენად საქართველოდან ორი ბორჩალოური ხალიჩა
წაიღო. ალისო დამსწრეებს ორნამენტების, ფერების და კომპოზიციის
შესახებ უყვებოდა, რამაც მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
„სოლიდარობის მუზეუმის სახელით მე, როგორც ხელმძღცანელმა
წინადადება შევიტანე ევროკავშირის პროექტზე. ეს არის კულტურის სფეროში
მომუშავე ადამიანების მობილობა. იქ შევიტანე სოლიდარობის მუზეუმის
სახელით, რომ პოლონეთში აზიის და წყნარი ოკეანის მუზეუმი არსებობს და
აქ შემიძლია გამოცდილების მიღება ტექსტილების პრეზენტიაცთან
დაკაშირებით. ჩემი იქ ყოფნის ფარგლებში შემომთავაზეს ბორჩალოურ
ხალიჩებზე პრეზენტაცია. სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები
იყვნენ და ძალიან საინტერესო იყო. ვისაუბრე საქართველოს
აზერბაიჯანულენოვანი თემის იდენტიფიკაციის და თვითმყფადობის საკითხზე.
ასევე, ვისაუბრე ბორჩალოური ხალიჩების დიზაინზე და თითოეული ხალიჩის
პიქტოგრამების კომბინაციებზე თუ რას გულისხმობს. მე აქ ჩამოვიტანე ორი
ხალიჩა. ერთი იყო „სიცოცხლის ხე“ ჩემი საკუთარი და ნაწილობრივად ჩემი
მოქსოვილი. მეორე იყო ყარაჩოფის თანამედროვე დიზაინის სალოცავი
ხალიჩა. მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის
ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს, რომ ძალიან სწრაფად მომცეს
ნეართვები, რომ ხალიჩები აქ ჩამომეტანა. „ - ამობს ელნურ
ალისო
ელნურ ალისოის თმით, პრეზენტაციის დასრულებისას დამსწერეებმა
გამოთქვეს სურვილი, რომ ბორჩალოური ხალიჩები პოლონეთის მუზეუმებშიც
განთავსდეს. გარდა მუზეუმისა, ალისოიმ შეხვედრები ჩაატარა პოლონეთის
რამდენიმე უნივერსიტეტში, სადაც ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით
ისაუბრა.