მარნეულში ფორუმ თეატრი გაიმართა
დღეს, 12 ივნისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართლობის ცენტრში ფორუმ თეატრი გაიმართა. სპექტაკლის მთავარი მესიჯი პროფესიული განათლების მიღებას, სასწავლებლის გარშემო არსებულ მითებსა და სტერეოტიპების დამსხვრევას შეეხებოდა. როგორც რადიო მარნეულთან საუბრისას ფორუმ თეატრის მსახიობი, ნათია სოყურაშვილი ამბობს,  სპექტაკლის მთავარი სლოგანი არჩევანის თავისუფლებაა.

“ფორუმ-თეატრი ტარდება ხოლმე ქალთა ასოციაცია „თანხმობისა“ და ახალგაზრდული ორგანიზაციის „დავიწყოთ ახლა“-ს მეშვეობით. დიდი ხანია, რაც მარნულთან მჭიდრო მეგობრული კავშირი გვაქვს. დღეს ჩვენ ჩამოვიტანეთ თემა პროფესიული განათლება. ვიცით, რომ მარნეულში არის ბევრი პროფესიული კოლეჯი და კარგად არიან ინფორმირებულები და კიდევ ერთხელ გვინდოდა კარგად გაგვეჟღერებინა რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლება და რომ არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ყველა წავიდეს უმაღლეს სასწავლებელში. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი, ეს არის ჩვენი სპექტაკლის მთავარი სლოგანი“

დღვანდელ წარმოდგენას მარნეულის სკოლების მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.  სპექტაკლი შაუმიანის სათემო განათლების ინიციატივით ჩატარდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები