შსს ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე ნახატების კონკურსს აცხადებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების თემაზე ნახატების კონკურსი გამოაცხადა. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნახატების კონკურსი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 12-დან 18 წლამდე.
კონკურსის შედეგად სამი გამარჯვებული გამოვლინდება რომელთაც სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

ნახატების კონკურსში მონაწილეობის წესები და პირობები:
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, 12-დან 18 წლამდე;
• საკონკურსო ნამუშევრები შინაარსობრივად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემას;
• გამოგზავნილ წერილში აუცილებელია მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, ნახატის სათაური და მისი მოკლე აღწერა;
• კონკურსის ვადის დასრულების შემდგომ, ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო;
• თემასთან და მითითებულ პირობებთან არსებითად შეუსაბამო, უცენზურო, დისკრიმინაციული, ძალადობის შემცველი საკონკურსო ნამუშევრები, ასევე, ნამუშევრები, რომლებიც არ შეესაბამება ზოგადმორალურ და ეთიკურ პრინციპებს, არ მიიღება;
• თითოეულ კონკურსანტს უფლება აქვს, წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნახატი;
• ნახატის შესრულების ტექნიკა და ზომა შეზღუდული არ არის (არ მიიღება ელექტრონულ მოწყობილობაში შექმნილი ნამუშევარი);
• მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საკუთარი ნახატი, ინტერნეტში მოძიებული ნახატი
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს;
• წარმოდგენილ ნახატზე საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა, წამოაყენონ რაიმე სახის (ქონებრივ, არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული) პრეტენზია გამოქვეყნებულ ნახატთან დაკავშირებით;
• კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით, გამოხატავს თანხმობას, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა და კამპანიაში;
• კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით, გამოხატავს თანხმობას და სამინისტროს გადასცემს უფლებას, მის მიერ გადმოგზავნილი ნახატი შემდგომში გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ;
• გაცნობებთ, რომ საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნით, კონკურსანტი ავტომატურად ეთანხმება კონკურსის პირობებს;
• საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სოფო ჩოხელს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ნომერზე 551 740 007 ან მიწეროთ ელ. ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

საკონკურსო ნამუშევრები 2023 წლის 25 ივნისის ჩათვლით უნდა გააგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it დასკანერებული სახით, ან მისამართზე თბილისი, ორთაჭალა, გ. გულუას ქუჩა №10 (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი) ფოსტის მეშვეობით.

ნახატების კონკურსს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1