მარნეულის საჯარო სკოლებში საზაფხულო არდადეგები იწყება
დღეს, 15 ივნისს, მარნეულის საჯარო სკოლებში საზაფხულო არდადეგები იწყება. როგორც რადიო მარნეულს ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ალი გახრამანოვმა განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსწავლეები დაისვენებენ, სკოლის ადმინისტრაცია კი შვებულებაში 1 ივლისიდან გავა.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს დაიწყო და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაივლიან.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები