მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგოებმა ბათუმში ჩატარებულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგოებმა ბათუმში ჩატარებულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. სპორტული სკოლის ინფორმაციით, 21 წლამდე ასაკობივ კატეგორიაში პირევლი ადგილი სალომე ხარშილაძემ, 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი მირანდა საგინაძემ დაიკავა. 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა თამთა ნავერიანი.

მიმდინარე წლის 15-18 ივნისს, ბათუმში, ანგისის მშვილდოსნობის ბაზაზე, გაიმართა 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მშვილდოსანმა გოგონებმა.“
- წერს სპორტული სკოლა.

21 წლამდე ასაკობრივი კატეგორია
პირველი ადგილი: სალომე ხარშილაძე (პირადი მწვრთნელი-გია გორდეზიანი)
18 წლამდე ასაკობრივი კატეგორია
პირველი ადგილი: მირანდა საგინაძე (პირადი მწვრთნელი-გია გორდეზიანი)
18 წლამდე ასაკობრივი კატეგორია
მესამე ადგილი: თამთა ნავერიანი (პირადი მწვრთნელი- ეკა აბაიშვილი)

სასროლი დისტანცია 18 წლამდე სპორტსმენებისთვის იყო 60 მეტრი, ხოლო 21 წლამდე 70 მეტრი.
შეჯიბრი პირადია და ჩატარდა მხოლოდ "კლასიკური მშვილდის" ბიჭების და ოგონების კატეგორიაში.

დაჯილდოებას ესწრებოდა საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სიმონ ნოზაძე, მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი.

გარეკანის ფოტო: მარნეულის  სპორტული სკოლა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები