მარნეულში გამოფენა „აზერბაიჯანის კულტურის დედაქალაქი შუშა ფოტოებში“ გაიხსნა
8 ივლისს მარნეულში „აზერბაიჯანის სახლში“, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით, 2023 წელს ქალაქ შუშას „თურქული სამყაროს კულტურის დედაქალაქდ“ შერჩევასთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიხსნა.

გამოფენა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდული ფონდის მხარდაჭერით „ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერის“ საზოგადოებრივი კავშირის მიერ განხორციელებული “Shusha, the cultural capital of Azerbaijan, in photos” საერთაშორისო ფოტოგრაფიის პროექტის ფარგლებში გაიმართა.

გამოფენის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდებში ფოტოების მეშვეობით შუშას მუსიკოსებსა და შუშას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ იფორმირებულობის დონის ამაღლება იყო.

პროექტის ხელმძღვანელი ფარხად აბდულოვი აცხადებს, რომ პროექტის მიზანი შუშას ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის ადგილობრივ, აზერბაიჯანელ და ქართველ ახალგაზრდებს შორის გავრცელებაა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა მარნეულთან ერთად თბილისსა და ბოლნისშიც გაიხსნა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები