მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა
ქართველი მსახიობი ლევან დობორჯგინიძე 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.

ლევან დობორჯგინიძე მაყურებელმა რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმიდან “გასეირნება ყარაბაღში” გაიცნო, რომელშიც მსახიობი მთავარ როლს ასრულებს.

ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში “კონფლიქტის ზონა” და “ბოლო გასეირნება”, რომლებიც, ზემოხსენებულ ფილმთან ერთად, ერთი კინოტრილოგიის ნაწილია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები