თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობა იწყება
თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობა იწყება.

ცერემონიას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში“ თბილისში ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვი.

„თეატრის მშენებლობა კიდევ ერთი დადასტურებაა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების, რომელიც ყოველწლიურად ღრმავდება და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის“, - აღნიშნა ცერემონიაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

წყარო: imedinews.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები