გარდაბნელი ხელოვანის ბოლო გამოფენა საქართველოში
გარდაბნელმა ხელოვანმა რასიმ გასანოვმა საქართველოში ბოლო გამოფენაზე გამოიტანა ნამუშევრები, რომლებშიც ასახულია ხელისუფლება, მედია, ადამიანები და ის ყოველდღიურობა, რაშიც რასიმს თავად უწევს ცხოვრება.

„საქართველოში სტაბილურობა არ არსებობს. ხელოვნებისადმი ინტერესი დაბალია. ევროპაში სტაბილურობა არსებობს, ადამიანს ხვალიდნელი დღის იმედი აქვს. საქართველოში ხვალინდელი დღის იმედი არ არსებობს. არასტაბილურ ქვეყანაში ხელოვნებას ყურადღებას არ აქცევენ“

რასიმის რამდენიმე ნამუშევარი რელიგიაზე და სახელმწიფო სტრუქტურებზეც იყო. ის ყვება თუ რა პრობლემების წინაშე დადგა, როდესაც საქართველოში საკუთარ ბოლო გამოფენას აორგანიზებდა და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს.

„მე ასე მგონია, რომ ეთნიკურ უმცირესობას რომ წარმოვადგენ სათანადო ყურადღებას არ მაქცევენ. ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოში სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი ბოლო გამოფენაა საქართველოში. მე ვტოვებ ქვეყანას“

ვრცლად: 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები