კულისებიდან გამოსული ამბავი: აზერბაიჯანის დრამატული თეატრის მსახიობი რეჟისორის წინააღმდეგ

ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული თეატრის მსახიობი აიდა თაგიევა თეატრის მდგომარეობასა და მის შიგნით განვითარებულ პროცესებზე საუბრობს.

მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში თეატრში 4 ახალი სპექტაკლი დადგეს და ეს სამარცხვინოა. მსახიობის ინფორმაციით, რომელიც მან რადიო „მარნეულს“ აცნობა, სახლემწიფო თეატრის ამ მდგომარეობაში ჩავარდნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბრალია.

„მე ამ წელს, ანუ იანვრიდან დღემდე მაქსიმუმ 20-25 ჯერ დამიძახეს თეატრში, სხვა თვეებში ან დღეებში კი ვიჯექი და როგორც პენსიონერი ხელფასს ვიღებდი. თეატრი წლის განმავლობაში მხოლოდ 3 სპექტაკლით გამოვიდა მაყურებლის წინაშე. ეს თეატრისთვის რომელიც პროფესიული სტატუსს ატარებს და სახელმწიფო ბიუჯეტიტან ფინანსდება სამარცხვინოა. ხელფასები შეიძლება დაბალი იყოს, მაგრამ ჩვენ არც ამ ხელფასის შესაბამისადაც ვერ ვმუშაობთ. წლის ბოლოს 5 წელი შეუსრულდება რაც თურგაი ველიზადე თეატრში ხელმძღვანელია. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 4 სპექტაკლი მომზადდა. ძველი მსახიობების წასვლის მერე მათ ადგილას თეატრში არის თავისუფალი შტატები. ამჟამად 4-5 კადრის მიღების შესაძლებლობა არსებობს. დღემდე ამდენი შტატი ცარიელია. მსახიობებს არ იღებენ. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანლებს შორის არიან ნიჭიერი ახალგაზრდები. არიან ახალგაზრდები რომლებსაც თავიანთ ნიჭის ცდა უნდათ. მათგან რამდენჯერ მომისმენია რომ ჩვენს თეატრში სამუშაოდ მიმართეს. მაგრამ ყველამ უარი მიიღო ჩვენი ხელმძღვანელობიდან. თეატრის კარები დაკეტეს მათთვის“.

თაგიევას თქმით, თეატრში ინფორმირების პრობლემაც არსებობს.

„როგორც ვიცით ჩვენმა პიარ მენეჯერმა მსახიობებთან ერთად დატოვა თეატრი. დღემდე ეს შტატი ცარიელია. ამ წლის მაისში თურგაი ველიზადეს მიერ შესრულებული სპექტაკლი „მონო“ განმეორებით ითამაშეს და 5 მაყურებელი იყო მოსული. დარბაზი ცარიელი იყო. ხელმძღვანელობა 4-5 ბილეთს ძლივს ყიდის. სპექტაკლებში ჩვენი ძალებით დავპატიჟებდით მაყურებელს, ბილეთებს გავყიდდით, როგორმე ვავსებდით დარბაზს. მაგრამ ხელმძღვანელობა ამისთვის ერთ ნაბიჯსაც არ დგამს“

მსახიობის თქმით, თეატრის შიგნით დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა და თურგაი ველიზადე მხოლოდ თავის მოყვანილ მსახიობებთან მუშაობს.

„მისი ხელმძრვანელობის პერიოდში 2 ახალი სპექტაქლი დადგეს. მესამე სპექტაკლის კი სამზადისი მიდის. ამ სამივე სპექტაკლში მხოლოდ თავის მოყვანილ დებ ჰასანოვებთან და ძმებ ისფაჰანლისთან მუშაობს. აფიშებზე როცა ვხედავთ ამ ოთხეულის სახელს ისედაც გასაგები ხდება ყველაფერი. დეტალების ახსნა არაა საჭირო. წლების გამოცდილების მქონე მსახიობები სცენაზე რომ არ გამოჩნდნენ ამისთვის ყველაფერს აკეთებს. თეატრს სულ 7 მსახიობი ჰყავს. როგორ შეიძლება თეატრში მათგან 3-4 მსახიოები თვეების განმავლობაში არ სჭირდებოდეთ. ძველი მსახიობების მიერ შესრულებულ სპექტაკლებში (მიუხედავად იმისა რომ ეს თეატრის საერთიო მოქმედებაა) არავის არ პატიჟობს. მხოოდ თავის მოყვანილ კადრებთან ერთად საზღვარგარეთ გასტროლებზე მიდიან, სხვებს არც შეატყობინებენ. მსგავსი რამდენი დეტალი შემიძლია კიდევ დავთვალო, მაგრამ არ ვაგრძელებ. ერთი სიტყვით, თავის მიერ მოყვანილი კადრებით უნდა სამუშაო სივრცის შემქნა. ესეც იმის მაჩვენებელია, რომ თანამშრომლების მიმართ თანაბარუფლებიანი დამოკიდებულება არ აქვს. თანამდებობას იყენებს ბოროტად და თავისი პირადი ურთიერთობების თეატრის შიდა პროცესში ჩარევით, ამ ფორმით მართვით, საერთო საქმის გაფუჭებით მთავრდება ეს ყველაფერი. თურგაი ველიზადე თავის მოყვანილ კადრებთან ერთად ანკარაში გასტროლზეა. ეს ამ წლის განმავლობაში მეორე გასტროლია. დანარჩენი ძველი თანამშრომლები კი სახლში ვისვენებთ“.

მსახიობი რომელიც დისკირინაციაზე საუბრობს აღნიშნავს, რომ ისეთ ადამიანებთან მუშაობა რომლებსაც თეატრის არ ესმით რთულია. მისი თქმით, ახალი სპექტაკლის მომზადებისას დიდ დროს ხარჯავენ.

„ნორმალურ პირობებში ერთი რეჟისორის მიერ 4-5 კაცისგან შემდგარი ერთი სპექტაკლის მომზადებას მაქსიმუმ ორთვე ნახევარი ან 3 თვე უნდა. ამაზე მეტი არ შეიძლება. მაგრამ თურგაი ველიზადე 7, 8 ხანდახან 9 თვის განმავლობაში ძლივს ამზადებს სპექტაკლს. აქედან მინდა შედეგის გამოტანა. შიგნით სამუშაო პროცესი ასეა: მაგალითად, წვრთნებს ადგენენ. ჩვენ გვეძახიან და ერთი დღე მივდივართ. შემდეგ კი ორი კვირა არ გვეძახიან. შემდეგ ჯერ 2 დღე გვეძახიან, 3 თვე არ გვეძახიან. ასეთ შემთხვევაში სამუშაო პროცესი გრძელდება. მაგრამ შედეგი არ არის. ესე აფერხებს თეატრის პროდუქდიოლუბას. შიგნით არის ძალიან მკვდარი მდგომარეობა. საქმე არ არის. ამის მთავარი მიზეზი ხელმძღვანელობაა. ხელმძღვანელობა არ ქმნის შესაძლებლობას. მაქსიმალურად ცდილობს მომუშავე კადრები მოაშოროს, უფლებამოსილება წაართვას, გააჩუმოს. ვინც აპროტესტებს აგრესიით პასუხობს მაგას, ჩემი პროტესტი ისაა რაც ზემოთ აღვნიშნე“.

მსახიობის თქმით ისინი ადრე რეგიოენბში მიდიოდენ გასტროლებზე, მაგრამ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის მერე ისინი გასტრლებზე აღარ წასულან.

„ველიზადეს ხელმძრვანელობამდე ჩვენი თეატრი საქართველოს რეგიონებში წელიწადში რამდენიმეჯერ გასტროლზე მიდიდოდა. სპექტაკლებს ვაჩვენებდით, თურაგის მოსვლის მერე რეგიონებში გასტროლი არ დანიშნულა. გასტროლზე წასასვლელად თეატრს ბიუჯეტი არ აქვს. თეატრი ბოლო 5 წელიწადში 2-3 ჯერ ყაზახეთში, 3-4 ჯერ კი თურქეშთი გასტროლზე წავიდა. ბიუჯეტი არის, სპექტაკლი არის. ყველანაირი შესაძლებლობა შეიძლება შექმნს. ამ ყველაფრის ფონზე რეგიოენბში არ მიყავს თეატრი იმ ხალხთან შესახვედრად. ამ ყველაფრის მიზეზად ვხედავ ველიზადეს მოსვლას ჩვენს თეატრში ხელმძღვანელად. როგორც ვიცი რეგიონებიდან არ არის მოწვევა. არც ხელმძღვანელობას არ აქვს სურვილი რეგიოებში წასვლის. როგორც ვიცით ველიზადეზე ხალხის დამოკიდებულება ერთგავროვანი არაა და ძირითადად რეგიონებში. მე ვფქრობ ერიდება რეგიონებში წასვლის. იცის რომ ხალხში სიძულვილის მიზეზი შეიძლება გახდეს. არ უნდა ამასთან შეხვედრა. მისი მოსვლის მერე სიჩუმეა გამოცხადებული. არაფერზე არ აქვს გამოხმაურება. თეატრით დაინტერესებულ არც ერთ მედია ორგანოს არ აძლევს ინტერვიუს. ხელს უშლის მედია ორგანიზაციებს თეატრში შესვლასა და სამუშაო პროცესის გადაღებაში. ის არის ხელმძღვანელი იმ თეატრისა რომელოც ხალხს ემსახურება. თეატრის ნებსიმეირ გეგმაზე, ნაბიჯებზე ხალხს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ის ფიქრობს რომ ხალხის წინაშე არ აქვს პასუხისმგებლობა. გასტროლზე რომ არ მივდივართ ეს ნშნავს რომ ხალხი რჩება თეატრის გერეშე“.

მსახიობი ხანდახან თეატრის დატოვებაზეც ფიქრობს. მაგრამ უნდა რომ იბრძოლოს და თეატრი გაცოცხლდეს. თაგიევამ ასევე კომენტარი გააკეთა თეატრის ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლებაზე. მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღემდე რჩება თეატრის მტკივნეულ საკითხად.

„დიახ, ეს საკითხი დიდი ხანია განიხილება და დღემდე რჩება ჩვენი თეატრის ყველაზე მტკივნეულ საკითხად. რა თქმა უნდა, ჩვენს ძველ მსახიობებს არ სურდათ წასვლა. ეს სიცრუეა. სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ველიზადესთან მუშაობა გააპროტესტეს და კონკრეტული მიზეზები დაასახელეს. პროტესტის ფორმა იყო, სამსახურშ არ მოდიოდნენ. ამ შემთხვევაში, თურგაი ველიზადემ, როგორც ლიდერმა მათ არაერთი გაფრთხილება გაუგზავნა სამსახურში მოსვლის შესახებ და საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ სამსახურში არ მოსვლის გამო. პროცესი ასეთი იყო“.

მან უპასუხა კითხვას, რატომ არ დაუჭირეთ მხარი ყოფილ თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების დროს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის სიღრმეში ორი ადამიანის პირადი ბინძური ამბიციაა, საბოლოოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს ჩვენი ძალიან ნიჭიერი მსახიობები, რომლებმაც ცხოვრების ნახევარი წლების განმავლობაში ჩვენს თეატრში მუშაობდნენ. მე გადავწყვიტე დავრჩენილიყავი ნეიტრალური, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტმა ღრმად შემაშფოთა და მაწუხებდა. ორივე მხარე იყო ხალხი, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიზიარებდი სცენას. მოვალეობის ამ თამაშში, ერთის დაპირისპირება და მეორის მხარდაჭერა ერთს გააბრაზებს და მეორეს მოეწონება. თითოეული მსახიობი, რომელიც ამ პროცესის მსხვერპლი გახდა და მოშორდა საყვარელ ხელოვნებას, ჩემთვის ღირებული პიროვნება იყო. თეატრის მსახიობი ვიყავი და გავაგრძელე გზა. ისე ვმუშაობდი, რომ თეატრის საქმიანობა არ შეჩერებულიყო. ამჟამად თეატრშიც არასასიამოვნო სიტუაციების წინაშე ვდგავარ და მიჭირს. მაგრამ ჩემი ბრძოლა ის კი არ არის, რომ სამსახურში არ წავიდე, თეატრის მუშაობა დავაზიანო, არამედ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ თეატრმა იმუშაოს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მართლები იყვნენ პროტესტში, ისინი სამსახურში არ მისვლის გამო დაადანაშაულეს. ბოლო დღემდე ვთხოვე დაბრუნება და თეატრიდან გასვლას მხარს არ ვუჭერდი. მათ უბრალოდ უნდა გაეგრძელებინათ თავიანთი საქმე და ებრძოლათ სხვა გზებით“.

დასასრულს თაღიევამ დასძინა, რომ ამჟამად ოფიციალურად თეატრში მუშაობს. ის ჯერ არც გათავისუფლებულა სამსახურიდან და არც თანამდებობა დაუტოვაებია.

„ორივე მოსალოდნელია. არცერთი ეს ჯერ არ მომხდარა. ამჟამად თქვენთან საუბრისას ერთმა საქმემ მიიქცია ჩემი ყურადღება. ჯერ თეატრის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ვილაპარაკე, მერე მსახიობების გათავისუფლებაზე და ზოგადი სურათი, რაც თავში მომივიდა, ასეთი იყო: თურგაი ვალიზადამ ძველი მსახიობები ოფიციალურად გაათავისუფლა, რადგან სამსახურში არ მოვიდნენ, არ მუშაობდნენ. დღეს ის არ უქმნის შესაძლებლობებს მუშაობის მსურველებს, პირიქით, ცდილობს მათ გამორიცხვას და რაც მთავარია, თვითონაც ვერ უმკლავდება თავის საქმეს. ჩვენ ვხედავთ კონტრასტული და ირონიული სიტუაციის პორტრეტს. მაგრამ ამ შემთხვევაში ვინ გაათავისუფლებს მას?".

აღსანიშნავია, რომ აიდა თაგიევამ უმაღლესი განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიიღო. თეატრში მსახიობად ოფიციალურად 20 წელია მუშაობს. ამ პერიოდში შეასრულა როლი ქამალ აბდულას ნაწარმოებში, „მისიო ჟორდანი და დერვიშ მესტელი შაჰში“ ქალბატონ შარაფნისას, ჯაფარ ჯაბარლის „ფერმკრთალ ყვავილებში“ სარას, სპექტაკლი „ხოჯალი“ დედას, ალი ამირლის „ძველი სახლი“ სპექტაკლში ჯანას, ჩეხოვის სპექტაკლში „დათვი“ ლუკას, დარიო ფოს და ფრანკა რამენის სპექტაკლში „თავისუფალი ოჯახი“ ქალის როლი და სხვა.

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები