თბილისში სპექტაკლის „როცა მე მოვკდები არ იტირო“ ჩვენება გაიმართება
თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის პროფესინალური აზერბაიჯანული დრამატიული თეატრის მიერ მომზადებული სპექტაკლის „როცა მე მოვკდები არ იტირო“ ჩვენება გაიმართება. პრემიერა 13 დეკემბერს 19:00 საათზე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატიული თეატრის მცირე დარბაზში ჩატარდება. ამის შესახებ თეატრის ხელმძღვანელი თურგაი ველიზადე რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, სპექტაკლში თელმან ისფაჰანლი, ნარმინ ჰასანოვა, ფუად ისფაჰანლი, მედინა ჰასანოვა და თურგაი ველიზადე იღებენ მონაწილეობას.

სპექტაკლი აზერბაიჯანელი მწერალის ფარვინ ნურალიევას „როცა მე მოვკდები არ იტირო“ პიესას მიხედვით მომზადდა და დრამის ჟანრისაა.

სპექტალის რეჟისორი თურგაი ველიზადე, მხატვარი კი ნინო კიტიაა.

ბილეთი 10 ლარი ღირს და მათი შეძენა biletebi.ge-ზეა შეიძლება.

სპექტაკლის ჩატარების ადგილი: გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატიული თეატრი, შ.რუსთაველის პროსპექტი 2/4, თბილისი, საქართველო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები