მარნეულში მოსწავლეებს შორის ცოდნის შეჯიბრი სახელწოდებით „ჰეიდარ ალიევი 100“ გაიმართა
3 დეკემბერს მარნეულში მოსწავლეებს შორის ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა სადაც ახალგაზრდებს შორის ცოდნის შეჯიბრი „ჰეიდარ ალიევი 100“ გაიმართა. „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის“ ორგანიზებით და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორას საქმისწარმოების სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარებულ შეჯიბრზე მარნეული, გარდაბანი, ბოლნისელი და დმანისელი 100 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც 20 გუნდი ჩამოაყალიბეს.

შეჯიბრი 2 ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი გუნდებს შორის ჩატარდა და ყველა შეჯიბრის დასასრულს 2 ყევლაზე მეტი ქულის მქონე გუნდი ფინალში გადავიდა. ფინალურ ეტაპზე კი ერთმანეთს 6 გუნდი დაუპირისპირდა.

გთავაზობთ გამარჯვებულ სკოლათა ჩამონათვალს:
  1. დიდი მუღანლოს საჯარო სკოლა
  2. მარნეულის მესამე საჯარო სკოლა
  3. ჯანდრის საჯარო სკოლა
ცოდნის შეჯიბრების მონაწილეებმა ჰეიდარ ალიევის შესახებ ისტორიის, ლიტერატურის, ხელოვნების და სპორტის კატეგორიებში 100 კითხვას უპასუხეს.

შეჯიბრის ყველა მოანწილეს სერტიფიკატი, საჩუქრად კი სკოლის ჩანთა, ჭადრაკი, მსოწავლისთვის საჯირო საკანცელარიო ნივთები გადაეცათ. გამარჯვებულ გუნდებს კი დაკავებული ადგილებიდან გამომდინარე სხვადასხვა საჩუქრები გადასცეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები