მეჩეთის იმამმა ეროვნული ხალიჩები თურქეთიდან წამოღებულ ხალიჩებზე გაცვალა - ზაურ ხალილი
„გარაჩოფში - ლამბალოში მომიწია წასვლა. სოფლის მეჩეთში რაც ვნახე გამიკვირდა“ - წერს სოციალურ ქსელში სოლიდარობის მუზეუმის პროექტების მენეჯერი ზაურ ხალილი. მისი თქმით მეჩეთის იმამმა ეროვნული ხალიჩები თურქეთიდან წამოღებულ ხალიჩებზე გაცვალა.

ზაურ ხალილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ცოტა ხნის წინ, კვლავ წავედი გარაჩოპაში, სოფელ ლემბალში, რათა ჩვენი მქსოველები ძაფით მომემარაგებინა ხალიჩის სამუშაოებთან დაკავშირებული ახლად დაწნული ხალიჩებისთვის. როცა უცხოელ სტუმრებს ხშირად ვსტუმრობ, ვაცნობ მეჩეთს და ხალიჩებს მეჩეთში. ამ მოგზაურობაში მარტო არ ვიყავი და ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად ვმოგზაურობდი. მეჩეთში ხალიჩების ჩვენება მინდოდა. მათგან ერთს არ ჰქონდა ნანახი იქ არსებული ხალიჩები და მეჩეთი. წავედით, შიგნით რომ შემვედით კოლეგას გაუკვირდა არსებული მდგომარეობა და მკითხა აქ რა ხდებაო. მეც ვერ დავმალე ჩემი გაკვირვება და ამ მადგომარეობამ შოკში ჩაგვაგდო.

მეჩეთის იმამს დავუკავშირდით და მან გვითხრა, რომ ეს ხალიჩები თურქეთიდან იყიდა, ჩვენი, ეროვნული ხალიჩები კი ერთ ოთახში შეინახა. ხედმა, რომლის წინაშეც ვიყავი, ჩემზე შთაბეჭდილება არ მოახდინა. ყოველთვის, როცა ამ მხარეს მოვდივარ, ვეპატიჟები უცხოელ სტუმრებს, ჩემს კოლეგებს და ვესაუბრებოდი ამ ხალიჩებზე და მეჩეთებზე. ამ ხალიჩებმა მთლიანად შეცვალეს იქაური ატმოსფერო და ჩვენი გარაჩოპის ხალიჩები, რომლებიც ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას ეკუთვნის და თავისი სტილით მსოფლიოში ძალიან ცნობილი იყო. აქ პირველად მოსულ ადამიანებს კარგ შთაბეჭტილებებს ტოვებდა“.


ზაურ ხალილმა პოსტთან ერთად ფოტოც გააზიარა. აღნიშნა, რომ ერთი ფოტო 2021 წელს, მეორე კი ახლა აქვს გადაღებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები