რატომ არ შეიძლება კომპიუტერთან ჭამა
კომპიუტერთან ჭამა ბევრისათვის დამახასიათებელი მავნე ჩვევაა. თანამედროვე ყოფაში, როცა ადამიანები, დღე-ღამის უმეტეს დროს მონიტორთან ატარებენ, ინტერნეტში ჩაძირული თუ ეკრანს მიჩერებული სახით საკვების მიღებაც ჩვეულებად არის ქცეული. არა და მედიკოსების განცხადებით, ეს ჩვევა მეტად მავნებელია ორგანიზმისთვის, არაერთ დარღვევას აძლევს დასაბამს, მათ შორის კიბოს განვითარებასაც კი.

სპეციალისტთა განმარტებით, მონიტორის წინ ღეჭვის პროცესის კონტროლი განსაკუთრებულად ირღვევა, შედეგად საკვები კუჭში გადაუმუშავებელი, დაუღეჭავი სახით ხვდება, გარდა ამისა, კლავიატურაზე მომუშავე გაუცნობიერებლად ყლაპავს საკვებთან ერთად ღილაკებსა თუ „მაუსზე“ არსებულ უამრავ საშიშ ბაქტერიას, რომელიც სახიფათო დაავადებათა გამომწვევი შეიძლება აღმოჩნდეს.

ყოველივე ეს საბოლოო ჯამში სერიოზულ ანთებებს აძლევს დასაბამს, იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებათა, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიის განვითარებას. ასე რომ, საკვების მიღების დროს მაინც მიატოვეთ მონიტორი, ჰიგიენისა და ყველა სხვა წესის დაცვით მიირთვით საკვები, რათა ორგანიზმს არგოთ და არ ავნოთ!


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები