საფარლოში უწყლოობით გამოწვეულ პრობლემებს სეტყვა დაემატა
სოფელი საფარლო დამანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ქალაქიდან 25 კილომეტრში. ადგილობრივების მთავრ პრობლემა წყალია. ელმურაზ ჰასანოვისთვის წლებია დილის რუტინა არ იცვლება. კუსტარულად შკეთებულ ურიკას გამოაგორებს, კასრს დაამაგრებს და გზას წყარომდე, ნელ-ნელა მიუყვება.



ასე ხება დღის განმავლობაში ხუთ-ექვსჯერ, სანამ დღიურად სამყოფ, 500 ლიტრ წყალს არ დააგროვებს.

"სოფელში ერთი ონკანი საბჭოთა პერიოდიდან შემოგვრჩა. წაყლი მთიდან გამოიყვანა ერთმა თანასოფლელმა გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელზე. სოფლის პროგრამის ფარგლებშ თანხა გამოიყო 56 000 დახარჯეს, მაგრამ ვერ გააკეთეს“



საფარლოელების წყლის პრობლემას ახლა სტიქიური უბედურება დაემატა. სეტყვამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა. მოსახლეობა, რომელიც სიმინდზე, ლობიოზე, პომიდორზე, კიტრსა და სხვა ბოსტნეულზე იყო დამოკიდებული, ფაქტობრივად, ლუკმა-პურის გარეშე დარჩა.



„72 წლის ქალი ვარ და ჯერ კიდევ ვახერხებ რაღაცების დარგვას და მოყვანას იმ იმედით, რომ 5 „კაპიკი“ ვიშოვო. სეტყვამაც და ღმერთმაც, ასეთი განსაცდელი დაგვიტოვა. თხილი, კაკალი, ლობიო ყველაფერი განადგურდა, რა უნდა ვქნთ“

ვრცლად:
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები