ბრიტანეთი მწეველებს სიგარეტიდან ვეიპებზე გადასვლას სთავაზობს
ერთ მილიონამდე მწეველი იქნება წახალისებული, შეცვალონ სიგარეტი "ვაიპზე", ამის შესახებ სააგენტო როიტერი წერს. ორსულ ქალებს კი შესთავაზებენ ფინანსურ სტიმულს, რათა „გადააგდონ“ სიგარეტი. ბრიტანეთის მთავრობის თქმით ეს მიდგომა მსოფლიო მასშტაბით პირველად მათთან იქნება აპრობირებული.

ჯანდაცვის დეპარტამენტის (DoH) განცხადებით, სქემის მიხედვით, ყოველი მეხუთე მწეველს გადაეცემა ვეიპი - ელექტრონული სიგარეტის , რათა დაეხმაროს მოწევას თავი დაანებონ.

ორსულ ქალებს ასევე შესთავაზებენ ვაუჩერებს, რათა დაეხმარონ მათ ამ ჩვევისგან თავის დაღწევაში. მთავრობის მიზანია - შეამციროს მწეველთა რიცხვი 5%-მდე.

„სიცოცხლის მანძილზე სამიდან ორი მწეველი იღუპება მოწევისგან. სიგარეტი ერთადერთი პროდუქტია , რომელიც მოგკლავს“, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ნილ ო’ბრაიენმა .

"ჩვენ შევთავაზებთ მილიონ მწეველს ახალ დახმარებას მოწევის თავის დანებებაში. ჩვენ დავაფინანსებთ ახალ ეროვნულ სქემას "გაცვლა- რათა თავი დაანებო" -მსოფლიოში პირველად."

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მოწევის საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ბრიტანეთში, თამბაქო მაინც არის სიკვდილისა და ავადმყოფობის ყველაზე მაღალი პრევენციული მიზეზი ქვეყანაში, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ.

მთავრობამ 2021-22 წლებში 68 მილიონი ფუნტი (84,52 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა ადგილობრივი ხელისუფლების ზომებზე, რათა ხალხი მოწევა შეწყვიტოს, რამაც გამოიწვია 100,000 მწეველის უარის თქმა სიგარეტზე. რამაც ასევე შედეგად შეამსუბუქა ისედაც გადატვირთული ჯანდაცვის სისტემა.

თუმცა, ვეიპებს ჰყავს თავისი კრიტიკოსებიც და ჯანდაცვის ოფიციალური პირებს აფრთხილებენ, რომ მისი პოპულარობა რომელიც ძალიან გაზრდილია ბავშვებში არ გამოიწვიოს უფრო მეტი მოხმარება. ჯერ კიდე უცნობია გრძელვადიან ხედვაში თუ რა დაავადებების გამომწვევი შეიძლება იყოს ვეიპი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 2021 წელს 11-იდან-15 წლამდე მოზარდების 9 %- ვეიპს მოიხმარს. რაც წინა წლებთან შედარებით 6 % გაზრდილი მონაცემია. მთავრობა მოზარდებში ამ პრობლემის მოსაგვარებლად 3 მილიონ ფუნტს გამოყოფენ რათა შეწყდეს 18 წლამდე ახალგაზრდებში ვაიპების უკანონო გაყიდვა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები