19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ხელსაყრელი დროა წინა დღის ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. შეგიძლიათ, საქმიანობის ფორმის შეცვლაზეც იფიქროთ. კომერციული გარიგებები უახლოეს მომავალში მოგებას მოგიტანთ. ძლიერდება ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი, რაც დადებითად აისახება საყვარელ ადამიანებთან და კოლეგებთან ურთიერთობაზე.


კურო

თუ შვილები გყავთ, შეეცადეთ, მათ პრობლემებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებთან ყველა საკითხის მშვიდობიანად მოგვარება შეიძლება, ძალის გამოყენების გარეშე. მათთვის პირადი მაგალითი აღზრდის საუკეთესო გზაა. ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში წარმატებებს გპირდებიან.


ტყუპები

ვარსკვლავები ტყუპ მამაკაცებს ურჩევენ, რომ არაფერი აურიონ და ყველაფერი დროულად აკეთონ. ამ დღეს წარმატების გასაღები შრომასა და კეთილსინდისიერებაშია! ქალებს სასიყვარულო საქმეებში წარმატება ელით. მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი ან ძველ სიყვარულთან შეხვედრა. ეცადეთ, თავი შეიკავოთ არასერიოზულობისა და ცრუ დაპირებებისგან. ეს შეიძლება უბედურების მიზეზი გახდეს.


კირჩხიბი

ტყუილად ნუ მოინდომებთ, რომ სხვებისგან გამორჩეული გახდეთ, ამის გაკეთებას მაინც ვერ შეძლებთ. ეცადეთ, ჯერ ძველი საქმეები დაასრულოთ და გაბედული პროექტები უფრო შესაფერის დროს განახორციელოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ მძიმე ფიზიკურ შრომას და სტრესს უნდა ერიდოთ. დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად თავს კომფორტულად იგრძნობთ.


ლომი

გამორიცხული არ არის, რომ სამუშაომ თქვენგან მაქსიმალური დისციპლინა და ორგანიზებულობა მოითხოვოს. გარშემო მყოფების მიმართ გამოვლენილი კეთილგანწყობა ამ დღის უარყოფით ტენდენციებს გაანეიტრალებს.


ქალწული

ხელსაყრელი დღეა ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის. ვარსკვლავები მოგებას გპირდებიან. თქვენი ენთუზიაზმი გარშემო მყოფებს თქვენთან თანამშრომლობისკენ განაწყობს. შესაძლებელია, არაერთი წარმატებული გარიგება განახორციელოთ. კარიერაში მოსალოდნელია ცვლილებები, მაგრამ რომელი მიმართულებით, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.


სასწორი

ეს დღე შეიძლება უმიზეზო შფოთვით და უკმაყოფილებით დაიწყოს. მოსალოდნელია პრობლემები ბიზნესში და საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში, რაც ყველას და ყველაფრის მიმართ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ეცადეთ, საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეთ, რომ ყველა უბედურების მიზეზი თავად ბრძანდებით. გაორებული პირადი ცხოვრება აუტანელ ტვირთად გექცათ, ამიტომ საბოლოო არჩევანის გაკეთება მოგიწევთ.


მორიელი


საშიში დღეა, რომელსაც კონფლიქტები და საბუთებთან დაკავშირებული გაუგებრობები ახლავს. არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ პარტნიორებისა და კოლეგების, ერთი შეხედვით, მომგებიან შეთავაზებებს. პირად ცხოვრებაში მზად იყავით გაუგებრობისთვის. გარშემო მყოფი ადამიანების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ შეიძლება თქვენში აგრესია გააღვიძოს. ფრთხილად იყავით - მოსალოდნელია ტრავმები.


მშვილდოსანი


ურთიერთობისთვის უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცის დახმარების ან მფარველობის სურვილმა შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. კოლექტივში არსებული უთანხმოება ან პირად ცხოვრებაში ნეგატიური ცვლილებები წყობიდან გამოგიყვანთ. ახალ ნაცნობობას ნეგატიური შედეგები მოჰყვება.


თხის რქა


პარტნიორებთან ურთიერთობებში იმედგაცრუების დღეა, რაც უსიამოვნებებს მოგიტანთ. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები ოჯახის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია, სისუსტე და თავის ტკივილი. ეცადეთ, კრიტიკა გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან დღეს მაინც ვერაფერს შეცვლით.


მერწყული


ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, მკურნალობისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის. ხელიდან არ გაუშვათ ახალი, საინტერესო ნაცნობების შეძენის შანსი. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ექნებათ. ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან. ამ დღეს ახალ ნაცნობობას ნეგატიური შედეგები მოჰყვება.


თევზი


ეს დღე სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას განასახიერებს. შესაძლოა, ის გაღიზიანებით და კამათით დაიწყოს. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და ეს დღე უსიამოვნო მოგონებებს არ დატოვებს. ნებისყოფა და ძალა არ გყოფნით, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, შეიძლება, დიდხანს გაჭიანურდეს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები