404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

რთული დღეა. ოჯახურ და პარტნიორულ ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. იმედგაცრუება და არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგები განწყობას საფუვლიანად გაგიფუჭებთ და თქვენს კეთილდღეობაზეც აისახება.

კურო

ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს. ვარსკვლავები დიეტის დაცვას გირჩევენ. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვის, აქტიური დასვენებისა და წყლის პროცედურებისათვის. მოსალოდნელია მცირე პრობლემები ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან. გირჩევთ, მეტი სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ სიხარბისა და აგრესიის გამოვლენამ შეიძლება უარყოფითი შედეგები მოგიტანოთ. პლანეტების კომბინაცია არახელსაყრელია ბიზნესის წარმოებისთვის.

ტყუპები

ვარსკვლავები მუშაობის დროს მოსალოდნელი დაბრკოლებების შესახებ გაფრთხილებენ. შექმნილი ვითარებიდან ღირსეულად გამოსვლისთვის თქვენ შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინოთ. ამ დღეს სასურველია მარტოობა, დუმილი, მიტევება, შრომა. გამოიყენეთ ხელსაყრელი მომენტი, რათა დიდი ხნის წინ, თაროებზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ. არახელსაყრელი დროა კოლექტიური ღონისძიებებისთვის.

კირჩხიბი

დღეს ახალი საინტერესო ნაცნობობა გელით - გამორიცხული არ არის, საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდოს. ეცადეთ, ბუნებასთან უფრო ახლოს იყოთ. თუ აგარაკი ან მიწის ნაკვეთი გაქვთ, შეგიძლიათ, ეს დღე მის კეთილმოწყობას დაუთმოთ.

ლომი

ფრთხილად, რთული დღე გელით. ემოციური არასტაბილურობა, მკვეთრი და უხეში გამოთქმები და მოსალოდნელი დანაკარგების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება შეიძლება, პროფესიული საქმიანობის შედეგებზე უარყოფითად აისახოს და ხელმძღვანელობასთან სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. პარტნიორებთან კონტაქტისთვის, სწავლისა და ოჯახური ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა.

ქალწული

ტყუილებით, იმედგაცრუებით და ნერვიულობით სავსე დღეა. ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში მოულოდნელი პრობლემების შესახებ გაფრთხილებენ. ძალიან უნდა მოინდომოთ, რათა ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. ეცადეთ, საკუთარი ნაკლოვანებების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და პარტნიორს გადაჭარბებული მოთხოვნები არ წაუყენოთ.

სასწორი

ეს დღე ხელსაყრელია აქტიური დასვენების, ფიზიკური ვარჯიშებისა და წყლის პროცედურებისათვის. შესაძლოა, თქვენმა ცვალებადმა შინაგანმა სამყარომ არატრადიციული გარემო ან ახალი შეგრძნებები მოგთხოვოთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შემთხვევით ნაცნობებს ერიდოთ. ვიღაცის გავლენა შეიძლება თქვენს პირად ცხოვრებაზე უარყოფითად აისახოს. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, რომ დღე ბავშვებთან ერთად გაატაროთ.

მორიელი

დღეს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით - შესაძლებელია, ის საქმიანი ურთიერთობიდან მეგობრობაში გადაიზარდოს. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. თუ მიწის ნაკვეთი გაქვთ, გირჩევთ საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყოთ.

მშვილდოსანი

კოსმოსური ენერგიების ტრანსფორმაციის, საიდუმლო ცოდნის მიღებისა და მორალური განწმენდის დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ავანტიურამ და თავგადასავლებმა შეიძლება, ძალიან ცუდი შედეგები მოგიტანოთ. გირჩევთ, ნებისმიერი აგრესია გამორიცხოთ და თქვენთვის დამახასიათებელი კეთილშობილება და ზნეობრივი სიწმინდე გამოავლინოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში შექმნილი მოულოდნელი პრობლემების შესახებ გაფრთხილებენ. შეეცადეთ, საკუთარი ნაკლოვანებების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და პარტნიორს გაზრდილი მოთხოვნები არ წამოუყენოთ. შესანიშნავი ინტუიცია გაქვთ, რომელიც ყველაზე რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

მერწყული

დაძაბული დღეა. გარკვეულმა ქაოსმა და ბევრი საქმის ერთდროულად კეთების აუცილებლობამ შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. ბავშვების გარემოცვაში დასვენება და ძველ მეგობრებთან საინტერესო საუბარი დაღლილობისგან განკურნების საუკეთესო საშუალება იქნება. ეცადეთ, საუბრის დროს მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთმა უდარდელმა სიტყვამ შეიძლება, ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ.

თევზები

გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და სიმშვიდის დაბრუნების დღეა. შეიძლება, ბევრი ახალი და საინტერესო ნაცნობი შეიძინოთ. ეცადეთ, საქმეში მეტი შემოქმედებითი აზროვნება გამოიჩინოთ და მთელი თქვენი უნარები გამოავლინოთ. გირჩევთ, აღადგინეთ ურთიერთობები იმ ადამიანებთან, რომლებსაც დიდი ხნის წინ დაშორდით.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია