30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს ვერძის სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. შესაძლებელია რამდენიმე ახალი, საქმიანი ურთიერთობა დაამყაროთ, რაც მომავალში დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ სხვების მოსაზრებებს გაითვალისწინებთ და პარტნიორების საქმიან თვისებებს პატივს სცემთ. გამორიცხული არ არის, გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ.

კურო

აქტიური დღეა, თუმცა ზედმეტი ენერგია შეიძლება დამანგრეველი იყოს. მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება გარშემო მყოფებთან კონფლიქტი და გაუგებრობა გამოიწვიოს. ფინანსური წარმატება, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა და ზოგადად, ემოციური ცხოვრება მხოლოდ თქვენს მოქმედებაზეა დამოკიდებული. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ახლა დაკარგულის დაბრუნება გაგიჭირდებათ.

ტყუპები

ამ დღეს სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. მამაკაცებს ვურჩევთ, რომ ემოციები აკონტროლონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტი ენერგია შეიძლება დამანგრეველი გახდეს. მოერიდეთ უხეშობას, კატეგორიულ ტონს და ურთიერთობის გარკვევას. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას მიაქციოთ. გამორიცხეთ ფიზიკური დატვირთვა, რისკთან დაკავშირებული ქმედებები და ელექტრომოწყობილობებთან მუშაობა - დაზიანების ალბათობა მაღალია.

კირჩხიბი

ქაოსური დღეა, რომელიც ბევრ კირჩხიბს სანერვიულო მიზეზს მისცემს. თავშეუკავებლობა გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას გამოიწვევს, ამიტომ ეცადეთ, ნებისმიერი პრობლემა მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე მოაგვაროთ. ფინანსური კეთილდღეობა, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა და ზოგადად, ემოციური ცხოვრება მთლიანად თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული.

ლომი

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, თუმცა სრულ წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ სხვების მოსაზრებებს გაითვალისწინებთ და კოლეგების საქმიან თვისებებს პატივს სცემთ. უფროსობას ნუ ეცდებით - ამ დღეს თქვენი მოზღვავებული ენერგია შეიძლება დამანგრეველი იყოს. ეცადეთ პრიორიტეტები განსაზღვროთ, ურთიერთობები დაალაგოთ და დასახული მიზნისკენ თანმიმდევრულად იაროთ - წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

ქალწული

თავს მხნედ გრძნობთ, მაგრამ წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ სხვების მოსაზრებებს გაითვალისწინებთ და კოლეგების საქმიან თვისებებს პატივს სცემთ. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობით სავსე ხართ და შრომისმოყვარეობა გახასიათებთ, მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება, ცუდი სამსახური გაგიწიოთ.

სასწორი

ჭეშმარიტებაში წვდომისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის დღეა. სასურველია სუფთა ჰაერზე ვარჯიში, მოგზაურობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები. თუ ამ დღეს ახალი საქმის დაწყება შემოგთავაზეს, დაეთანხმეთ - ვარსკვლავები ნებისმიერ საქმეში წარმატებასა და კეთილდღეობას გპირდებიან. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც დროთა განმავლობაში სერიოზულ ურთიერთობად ჩამოყალიბდება.

მორიელი

დაძაბული სამუშაო დღე გელით. მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული შრომატევადი სამუშაო თქვენგან დამატებით ძალებს მოითხოვს. ეცადეთ, არ მოდუნდეთ და წვრილმანები არ გამოგეპაროთ. გირჩევთ, მთელი ყურადღება სამსახურებრივ პრობლემებზე გადაიტანოთ, რადგან ამაზე თქვენი ფინანსური მდგომარეობაა დამოკიდებული. გახსოვდეთ, რასაც ახლა ხელიდან გაუშვებთ, მომავალში ძალიან ძნელი მოსაპოვებელი იქნება.

მშვილდოსანი

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, მაგრამ ზოგჯერ მოზღვავებული ენერგია პრობლემებს გვიქმნის. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი, ფარული მტრის ინტრიგები ან ღია აგრესია პარტნიორის მხრიდან. სავარაუდოდ, უაზრო და უსარგებლო კამათი დიდ დროს წაგართმევთ.

თხის რქა

პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო მუშაობის დროს არასწორი გათვლები და შეცდომებია მოსალოდნელი. ამან შეიძლება, გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ და პარტნიორებთან კონფლიქტი გამოიწვიოს. გირჩევთ, ყველა ღონე იხმაროთ, რათა ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვიდეთ. თუ თქვენს სამსახურებრივ ან სოციალურ მდგომარეობას საფრთხე დაემუქრა, ნუ ინერვიულობთ - დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება.

მერწყული

მშვიდი სამუშაო დღეა. გირჩევთ, ყურადღება პირად საქმეებზე და ჯანმრთელობის გაკაჟებაზე გაამახვილოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებები გელით. ეს შესაძლოა, რემონტს ან ავეჯის შეძენას უკავშირდებოდეს, თუმცა ნურც მეზობლებთან კონფლიქტს გამორიცხავთ. მარტოხელა მერწყულს თანამოაზრეებთან საინტერესო შეხვედრები ელის.

თევზები

მძიმე დღეა. დაძაბულმა მუშაობამ შეიძლება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ. ამ ვითარებას საზოგადოებრივი ცხოვრების არახელსაყრელი ფონი გაართულებს. არ მოდუნდეთ და მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ დაკარგოთ. ახლა რასაც დაკარგავთ, იმის ანაზღაურება ძნელი იქნება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები