4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ფინანსური საქმიანობისთვის არასახარბიელო დღეა, ამიტომ ეცადეთ, ნაკლები იაქტიუროთ და ცოტა დაიცადოთ. დღის პირველ ნახევარში უფროსებთან ან კოლეგებთან უთანხმოება გელით. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ - მოსალოდნელია მცირე კამათი, თუმცა ამის მიზეზები არ არსებობს.

კურო

რთული დღე გელით, რომელიც შინაგანი თავისუფლების ნიშნით ჩაივლის. თქვენი ტაქტიანობა და ემოციური მოქნილობა ურთიერთობის დროს მთავარი დამხმარე გახდება. შესაშური შრომისუნარიანობის წყალობით ამ დღეს ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ. დროა, უახლოესი მომავლის გეგმების განსახორციელებლადაც მოემზადოთ. თქვენი ენერგიულობა სამუშაოს საბოლოო შედეგებზე დადებითად აისახება.

ტყუპები

ტყუპებისთვის ხელსაყრელი დღეა. პიროვნული ხიბლი იზრდება, რაც მათ საშუალებას მოგცემთ რამდენიმე საქმიანი კავშირი გააბათ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. პირადი პრობლემების მოგვარებისთვის მეგობრების რჩევა ან დახმარება დაგჭირდებათ. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მთლიანობაში, წარმატებული დღეა, რომელიც პრობლემების მოგვარებით გაგახსენდებათ.

კირჩხიბი

სირთულების მიუხედავად, დღეს თავს ყველა თვალსაზრისით შესანიშნავად გრძნობთ. მოსალოდნელია ხელსაყრელი ბიზნესწინადადება ან დაწყებული საქმის წარმატებით დასრულება. თქვენი პიროვნული ხიბლი გარშემომყოფებს დაიპყრობს. ეცადეთ, წარმატების მისაღწევად, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი განსაზღვროთ.

ლომი

ლომ ქალებს საინტერესო შეხვედრები ელით. ხელსაყრელია გუნდური მუშაობა ან დასვენება თანამოაზრეებს შორის. ლომ მამაკაცებს ვურჩევთ, ტაქტი და მოთმინება გამოიჩინონ, რადგან გამორიცხული არ არის კამათი საყვარელ ადამიანთან. ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება მონახოთ, რათა ვითარება არ დაიძაბოს.

ქალწული

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში თავს ყველა თვალსაზრისით შესანიშნავად იგრძნობთ. შესაძლებელია, ახალი საქმე დაიწყოთ ან ძველი წარმატებით დაასრულოთ. იღბლის შესანარჩუნებლად ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი განსაზღვროთ ისე, რომ წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. გირჩევთ, გაუმართლებელი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ. არახელსაყრელი დღეა საყიდლებისთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე კამათი, თანაც უმიზეზოდ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. მოსალოდნელია გეგმებში მცირე კორექტივების შეტანა, ახალი სამსახურის მიღება ან შემოსავლის ძირითადი წყაროს შეცვლა. უარს ნუ იტყვით ერთგული მეგობრების ან გავლენიანი მფარველების დახმარებაზე. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. გირჩევთ, დაავადების პირველივე სიმპტომებზე ექიმს მიმართოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებისა და ხელობის შესწავლისთვის. ეს დღე განსაკუთრებით წარმატებული იქნება შემოქმედებითი პროფესიის მორიელებისთვის. საინტერესო შეხვედრები, წარმატება და აღიარება გელით. სხვა პროფესიის წარმომადგენლებს ნებისმიერი საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება ნაწილობრივ მაინც დაავიწყებს წინა დღეების უსიამოვნო გამოცდილებას.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა კომერციული გარიგებებისათვის. სავარაუდოდ, ერთობლივი პროექტები შემოსავალს მოგიტანთ. ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, სარგებელე გექნებათ, თუნდაც ახლა სხვანაირად ფიქრობდეთ. ვარსკვლავები კაც მშვილდოსანს ურჩევენ, აზარტული თამაშებისგან თავი შორს დაიჭირონ - ამან შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

თხის რქა

წარმატების შენარჩუნებისთვის ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი განსაზღვროთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. შესაძლებელია, ექსტრავაგანტური მოქმედება ყველაზე ამბიციური გეგმების შესრულებაში დაგეხმაროთ. ამ დღეს ნებისმიერი ნივთის შეძენა ხელსაყრელია, გარდა ქვის ნაწარმის და სამკაულებისა.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა, რომელიც ახალი შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. თუ ხვდებით, რომ პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, მეგობრების ან გავლენის, მფარველების დახმარებაზე უარი არ უნდა თქვათ. დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანებთან დაკავშირებით უსიამოვნო ამბავი გელით - გამორიცხული არ არის, რომ ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობა გახანგრძლივდეს.

თევზები

ამ დღემ შეიძლება, ეჭვებისა და მძიმე იმედგაცრუებების ნიშნით ჩაიაროს. თუ თქვენი პოზიციის ან გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი გეპარებათ, ინტუიციას უნდა ენდოთ. ის არ გიღალატებთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google