22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

საუკეთესო დღეა მივლინებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ საყვარელი ადამიანის მოქმედებით იმედგაცრუებული დარჩეთ. ხანმოკლე სამსახურებრივი რომანი უამრავ პრობლემას შეგიქმნით და კოლეგებისა და უფროსები კეთილგანწყობას დაგაკარგვინებთ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

კურო

პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. ამ დღეს შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. თუ დაქორწინებული არ ხართ, შეიძლება თქვენი კავშირის რეგისტრაცია დაგჭირდეთ.

ტყუპები

უმჯობესია, მოდუნდეთ და დაისვენოთ - როგორც არ უნდა ეცადოთ, წარმატებას მაინც ვერ მიაღწევთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ. სავარაუდოდ, სხვადასხვა ბიზნესგარიგება შემოსავალს მოგიტანთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. შესაძლოა, ვიღაცამ ძველი ვალის დაბრუნება ან პირობის შესრულება მოგთხოვოთ. ეცადეთ, ვირუსებისგან თავი დაიცვათ და იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნოთ.

ლომი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, უემოციოდ აღიქვათ. გულწრფელობა და მიმზიდველობა ადამიანებთან ურთიერთობაში და ახალი პარტნიორების პოვნაში დაგეხმარებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ ეცადეთ, პრობლემები დროულად მოაგვაროთ.

ქალწული

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის. სასურველია, რომ მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვები შეზღუდოთ და ალკოჰოლზე რამდენიმე დღე უარი თქვათ. გამორიცხული არ არის, რომ შემთხვევით ძველ სიყვარულს შეხვდეთ და გრძნობა განგიახლდეთ.

სასწორი

შესაძლოა, თქვენს თხოვნაზე სახელმწიფო მოხელეებისგან უარი მიიღოთ. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება, ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ახალი ბიზნესკავშირი ძალიან ძლიერი და ხანგრძლივი იქნება. ფრთხილად იყავით მანქანის ტარების დროს.

მორიელი

ძალიან აქტიური, ცვლილებებითა და სიახლეებით სავსე დღეა. გახსოვდეთ, რომ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში ტყუილი არ გამოგადგებათ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებთ და თქვენ მიმართ ნდობას გააქრობთ. პლანეტების განლაგება ძველი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

აქტიური და ნაყოფიერი დღეა, თუმცა საღამოს გამორიცხული არ არის უსიამოვნო სიახლეები ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია. ადამიანებთან ურთიერთობაში მოერიდეთ კატეგორიულობას. არახელსაყრელი დღეა ინდივიდუალური მუშაობისთვის, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. შესაძლოა, სხვადასხვა ბიზნესგარიგებამ წარმატება მოგიტანოთ.

თხის რქა

ინტუიციისა და გამოცდილების დახმარებით ფინანსების სწორად მართვას შეძლებთ. გირჩევთ, უფროსობის სურვილს და სხვების ნაკლოვანებებზე საუბარს მოერიდოთ, რადგან ამით უახლოეს ადამიანებს დაკარგავთ. ხანმოკლე სამსახურებრივი რომანი უამრავ პრობლემას შეგიქმნით.

მერწყული

ამ დღეს ბევრი წინააღმდეგობრივი სიტუაცია ახლავს, რაც თქვენი მხრიდან ტაქტსა და გამძლეობას მოითხოვს. არ დაგავიწყდეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით უნდა შეისწავლოთ. თუ სამთავრობო უწყებებში ვიზიტს გეგმავთ, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.

თევზები

ცვლილებისა და სიახლეების დღეა. წარმატებას მხოლოდ ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა მოგიტანთ, რომელიც ახალი იდეებით შთაგაგონებთ. ძველ სიყვარულთან შეხვედრამ შესაძლოა, გრძნობები განგიახლოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები