28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ამ დღეს შეიძლება წვეულების სული და გული გახდეთ. დღის მეორე ნახევარში საქმიანი შეხვედრები ან მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი გელით. ეცადეთ სამსახურში არ დააგვიანოთ, თორემ უფროსს ძალიან გაბრაზებთ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან.

კურო

დილიდან ხალისიანი და აქტიური ხართ და ყველა საქმეს შესანიშნავად უმკლავდებით. ეცადეთ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ - ამ დღეს საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეგიძლიათ ემოციების გაკონტროლება. არახელსაყრელი დროა კოლექტიური საქმიანობისა თუ ერთობლივი ღონისძიებებისთვის. სავარაუდოდ, ახალი რომანტიული კავშირი კავშირი გელით.

ტყუპები

ეს დღე ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. გულწრფელი საუბარი ოჯახის წევრებს შორის ნდობას აღადგენს. ნებისმიერი განსაცდელისა და დაბრკოლების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობა არასასურველია.

კირჩხიბი

სიმშვიდე და მოთმინება გამოიჩინეთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ბიზნესმენები მოგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. დაუგეგმავი შემოსავალი თითქმის მთლიანად ბავშვების საჭიროებებზე დაიხარჯება. გირჩევთ ძილის წინ დაძაბულობის მოსახსნელად თბილი აბაზანა მიიღოთ.

ლომი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დროა დასვენებაზე იფიქროთ. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.

ქალწული

დროა, იმუნიტეტის ამაღლებაზე და ზოგადად, ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაიტაროთ. გამორიცხული არ არის, რომ სასიყვარულო ურთიერთობამ იმედები გაგიცრუოთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარებიან. გირჩევთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

ფრთხილად იყავით, რომ სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ - ვიღაც თქვენთვის ფაფანგის დაგებას ცდილობს. საღამოს სასიამოვნო პაემანი ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

მორიელი

სავარაუდოდ, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება და განწყობას საფუძვლიანად გაგიფუჭებთ, სანამ არ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს ალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არ დაზარალდეთ. შესაძლოა, შემთხვევითი ნაცნობობა ახალ რომანტიულ კავშირში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. გირჩევთ ახალი პროექტების დაწყებისგან რამდენიმე დღე თავი შეიკავოთ. თქვენმა პრეტენზიებმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. თუ ხვდებით, რომ დამნაშავე ხართ., გირჩევთ ბოდიში დროულად მოიხადოთ.

თხის რქა

ყველა თვალსაზრისით აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ეცადეთ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ - ეს თქვენს ურთიერთობას ჩიხში შეიყვანს.

მერწყული

ამ დღეს თქვენს მცდელობას, სახლის ინტერიერში რამე შეცვალოთ, შესაძლოა, ოჯახის წევრების წინააღმდეგობა შეხვდეს, რაც ხანგრძლივ დებატებსა და კონფლიქტს გამოიწვევს. მოერიდეთ შორ გზაზე მგზავრობას.

თევზები

ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას - ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და ვეღარაფერს შეცვლით. გირჩევთ საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები