27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ეცადეთ დღის პირველ ნახევარში თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ამ დროს ვარსკვლავები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. კოლეგებს შორის თქვენ მიმართ არაკეთილგანწყობილებიც არიან და მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ, მით უმეტეს, რომ ამ დღეს ემოციების მოთოკვა გიჭირთ. ერიდეთ ფულის ვალად აღებას და ფლანგვას.

კურო.
გახსოვდეთ, რომ ნაყოფიერი დღეა. სასიამოვნო სიურპრიზები გელით. დროა, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული იდეების განხორციელებას შეუდგეთ. საქმიანი მოლაპარაკებები სასურველ შედეგს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ახალი გარიგებებისთვის.

ტყუპები

ეცადეთ მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. ეს დღე რუტინულ, ერთფეროვან აქტივობებში ჩაივლის, რაც დიდ სიხარულს არ განიჭებთ. განწყობას მხოლოდ მეგობრების ან საყვარელი ადამიანის გარემოცვაში გატარებული საღამო გამოგიკეთებთ.
დაძაბული მუშაობის შემდეგ დასვენება დაიმსახურეთ. დროა შვებულება და მოგზაურობა დაგეგმოთ.

კირჩხიბი

პრობლემების გადაჭრაში მოულოდნელად გამოჩენილი მოკავშირეები დაგეხმარებიან, მაგრამ იმედი ნუ გექნებათ, რომ მათი ქმედებები უანგარო იქნება. ადრე თუ გვიან ისინი სანაცვლოდ რაღაცის გაკეთებას გთხოვენ.
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. ეს შეიძლება ახალი ნაცნობობა ან ურთიერთობის სხვა დონეზე გადასვლა იყოს.

ლომი

დღის პირველი ნახევარი რთული იქნება, რადგან უამრავი დაუსრულებელი საქმე დაგიგროვდათ. შესაძლოა კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. გირჩევთ, გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაზე იზრუნოთ.
საყვარელი ადამიანის მხრიდან მოსალოდნელია ეჭვიანობა, რაც ნაწილობრივ სამსახურით თქვენს უზომო გატაცებას უკავშირდება.

ქალწული

თუ გადაწყვეტილების მიღების დროს არ აჩქარდებით, ყველა საქმეს თავს გაართმევთ. უსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, რომლებიც რთულ დროს თქვენი მთავარი მხარდამჭერები გახდებიან.
ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისა და სწავლისთვის. ამ დღეს მიღებული ცოდნა სამომავლო საქმიანობაში ძალიან გამოგადგებათ.

სასწორი

იმედი ნუ გექნებათ, რომ პრობლემები თავისით მოგვარდება. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. ეს დღე ხელსაყრელია გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენისა და საერთო ინტერესების პოვნისთვის. დღეს თქვენი ცოდნა და გამოცდილება ძალიან გამოგადგებათ.

მორიელი

მთელი დღის განმავლობაში სირთულეებს აწყდებით, თუმცა დღე საკმაოდ ნაყოფიერად ჩაივლის. მთავარია თქვენი ძლიერი მხარეები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ და თანაბრად გაანაწილოთ ცხოვრების ყველა სფეროს შორის. ზედმეტი მუშაობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს და მძიმე ნერვულ დაძაბვას გამოიწვევს.
გირჩევთ საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რადგან ვიღაც აუცილებლად ხელს შეგიშლით.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი ყურადღება მთლიანად პირადი ცხოვრებისკენ გადავა. ის სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ, მაგრამ არც თქვენი პირდაპირი მოვალეობები უნდა დაივიწყოთ.
საღამო სასიამოვნო კომპანიაში დასვენებას უნდა დაუთმოთ, რაც უამრავ დადებით ემოციას გპირდებათ.

თხის რქა

ამ დღეს ახალი საქმეების დაწყებას უნდა მოერიდოთ - დროს და ენერგიას ტყუილად დახარჯავთ. სირთულეების ეტაპი ძალიან მალე დასრულდება და თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს.
დროა სამომავლო გეგმების შედგენაზე იზრუნოთ - მათ განხორციელებას ძალიან მალე შეძლებთ.
პირად ურთიერთობებში მოსალდნელია სირთულეები. საყვარელი ადამიანები უყურადღებოდ არ უნდა მიატოვოთ - ახლა მათ ყველაზე მეტად თქვენი ზრუნვა სჭირდებათ.

მერწყული

ამ დღეს შესაძლოა, საკუთარი ინტერესების დასაცავად კონფლიქტში შესვლა მოგიწიოთ. გირჩევთ, საკუთარი თვალსაზრისიი მშვიდად და ოპონენტის შეურაცხყოფის გარეშე დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ურთიერთობა გაწყდეს.
საღამოს ძველ მეგობრებთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგეცემათ და არ უნდა გამოტოვოთ.

თევზები

ამ დღეს ძველი იდეების განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
ახლობელი ადამიანი დახმარებას შემოგთავაზებთ და უარი არ უნდა თქვათ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები